კურო
ნუ დაძაბავთ სიტუაციას და ეცადეთ, დელიკატურად გაერკვეთ ყველა უსიამოვნებაში. მეტი ყურადღება მიაქციეთ გარეგნობას.
ტყუპი
კარგი დღეა სიყვარულისა და შემოქმედებითი სამუშაოსთვის. მოსალოდნელია რომანტიკული პაემანი ან მხიარული წვეულება. მოერიდეთ აზარტულ თამაშებსა და ფულის ფლანგვას.
კირჩხიბი
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით მანდილოსნებთან. ნუ შეაწუხებთ საყვარელ ადამიანს მომაბეზრებელი კითხვებითა და ეჭვიანობით.
ლომი
დღე სასიამოვნო სიურპრიზებითაა სავსე. საღამოს მსუბუქი ფლირტი და დროის სასიამოვნოდ გატარება გელით.
ქალწული
ფინანსების მატება გელით. თუმცა, ამასთანავე, – მოულოდნელი ხარჯი, დაუგეგმავი საყიდლები. შეიძლება მოულოდნელად დაგპატიჟონ სტუმრად. საღამოს სასიამოვნოდ გაატარებთ.
სასწორი
მთელი დღე საკუთარ თავს მიუძღვენით, შეიძინეთ სამოსი, სამკაულები და კოსმეტიკა. სიფრთხილე გმართებთ ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისას.
მორიელი
აკონტროლეთ ემოციები და ურთიერთობისას დაიცავით დისტანცია. საყვარელი ადამიანის გამო მცირე ხარჯი ან უსიამოვნება გელით.
მშვილდოსანი
მოსალოდნელია ფინანსების ხარჯვა, როგორც საკუთარ ასევე ახლობლების ფულს გაფლანგავთ. საღამოს სასიყვარულო თავგადასავალი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელით.
თხის რქა
ახლობლები სასიამოვნოდ გაგახარებენ.
მერწყული
დღეს საშუალება მოგეცემათ საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ. თქვენი მეგობრობა შეიძლება სიყვარულში ან პირიქით გადაიზარდოს.
თევზები
მეტად დაისვენეთ და მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილებს. მოემზადეთ ახალი სასიყვარულო თავგადასავლისთვის.