კურო
გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. აკონტროლეთ მანერები, სიტყვები. მეტი დრო დაუთმეთ ახლობლებზე ზრუნვას, საკუთარი გარეგნობის გაუმჯობესებას.
ტყუპი
კარგი დღეა დასვენებისა და პაემნისთვის. აგრეთვე, ელიტურ წვეულებაზე დასასწრებად. მოერიდეთ ექსპერიმენტებს, ავანტიურას. ნუ გაფლანგავთ ფულს.
კირჩხიბი
კარგი დღეა ბინის მოსაწყობად, საკუთარ სამყაროში ჰარმონიის შესაქმნელად. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრ ქალბატონებთან. მაგრამ მზრუნველობით ნუ დაახრჩობთ მათ.
ლომი
სიურპრიზებითა და შეხვედრებით მდიდარი დღე გელით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. მეტად გამოავლინეთ თქვენი დახვეწილი მანერები. ფლირტი და რომანტიკა განწყობას გაგიუმჯობესებთ.
ქალწული
მოულოდნელი ხარჯი, საყიდლები გელით. საღამოს არ გამოაკლდეთ წვეულებას. შეიძლება გავლენიანი ადამიანები გაიცნოთ და დაუმეგობრდეთ მათ.
სასწორი
გარემოს შეცვლამ შეიძლება ემოციური განცდა გამოიწვიოს. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარი გარეგნობის გაუმჯობესებას. თუმცა, მოერიდეთ ექსპერიმენტებს სამოსში, მაკიაჟში.
მორიელი
წარმატება თქვენს აქტიურობასა და მონდომებაზეა დამოკიდებული. ეცადეთ, აკონტროლოთ მანერები, გამონათქვამები. მოერიდეთ ავანტიურას და ფულის ფლანგავას.
მშვილდოსანი
დღეს ზომიერება უნდა დაიცვათ ყველაფერში (საქმიანობა, კონტაქტები, სიყვარული, ფულის ხარჯვა). შეიძლება ვინმეს მფარველობა, სპონსორობა გადაწყვიტოთ.
თხის რქა
არავის გაეჯიბროთ, მშვიდად შეასრულეთ თქვენი ვალდებულება. საქმეების მიუხედავად გამონახეთ დრო სიყვარულისთვის. საყვარელი ადამიანისგან ვნება და სიურპრიზი გელით.
მერწყული
გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. განსაკუთრებით, მანდილოსნებთან. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით უცხოელთან.
თევზები
წარმატებული დღე გელით. ყველა შანსი მოგეცემათ გამარჯვებისთვის. შეყვარებულ ნიშნებს რომანტიკული ავანტიურა გაიტაცებს. ეცადეთ, რეალურად უყუროთ თქვენს სატრფოს და ზედმეტად არ გააიდეალოთ იგი.