ავტორი:

7 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

7 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 19:58-ზე, მთვარე ქალწულშია

არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.

ვერძი

დღეს გაზრდილია მგრძნობელობა. უმნიშვნელო მოვლენები ძალიან დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე. ზოგიერთს შეგიძლიათ ძველი წყენის გახსენება და ჩხუბის დაწყება. ეცადეთ არ ისაუბროთ მნიშვნელოვან თემებზე და მოლაპარაკებები სხვა დროისთვის გადადოთ.

კურო

ბედნიერი და ნაყოფიერი დღე გელოდებათ. ბევრის გაკეთებას და დაგეგმილზე მეტი საკითხის მოგვარებასაც შეძლებთ. დღის განმავლობაში მიიღებთ სასიამოვნო სიახლეებს პროფესიულ სფეროსთან დაკავშირებით. შესაძლებელია დამატებითი შემოსავლის მიღება. მუზეუმში ან თეატრში ვიზიტი სასიამოვნო იქნება.

ტყუპი

მნიშვნელოვანია დღის დაგეგმვა და სამსახურში მკაფიო პრიორიტეტების დასახვა. ეს საშუალებას მოგცემთ მთელი ძალისხმევის ფოკუსირება მოახდინოთ შედეგზე და არ იყოთ მიმოფანტული წვრილმან ნივთებზე. ნუ აჩქარდებით და არ გააკეთოთ რამდენიმე რამ ერთდროულად: აურზაური არ გამოგადგებათ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

კირჩხიბი

როგორც ჩანს, გარშემო მყოფები შეგნებულად ცდილობენ გაგაბრაზონ და თავადაც გაბრაზდნენ თქვენზე. კირჩხიბები ზედმეტად ემოციურად რეაგირებენ იმაზე, რაც ხდება მათ გარშემო და წვრილმანებზე ინერვიულებენ. საღამოს გაატარეთ დრო ოჯახთან ერთად.

ლომი

იყავით მომთმენი და ნუ გაბრაზდებით გარშემო მყოფებზე. დღეს მოგიწევთ ბევრი კამათი და თქვენი აზრის დაცვა. ეს ყველაფერი სამსახურიდან ყურადღებას გადაიტანს და, დიდი ალბათობით, საქმეს დროულად ვერ დაასრულებთ. ნუ დახარჯავთ ფულს არასაჭირო ძვირად ღირებულ ნივთებზე.

ქალწული

უარი თქვით დღეს ნებისმიერ რისკზე, გამოიყენეთ ძველი აპრობირებული მეთოდები თქვენს საქმიანობაში, არ შეცვალოთ ბიზნესპარტნიორები. ადამიანების მიმართ თავაზიანობისა და მეგობრული დამოკიდებულების გამოვლენით შეძლებთ აირიდოთ უსიამოვნებები.

სასწორი

პარტნიორები ჩვეულებრივზე მეტ ყურადღებას მოგაქცევენ, ამიტომ შეეცადეთ არ დაუშვათ შეცდომები და გააკონტროლოთ თქვენი ქმედებები. რთულ სიტუაციაში მიმართეთ ძველ მეგობრებს, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებიან. საუკეთესო დღეა საყვარელ ადამიანთან ერთად მოგზაურობისთვის.

მორიელი

გაგიადვილდებათ გაუმკლავდეთ ნებისმიერ სირთულეს და მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ. შესაძლოა, მორიელებმა შეძლონ ძველი და მნიშვნელოვანი საქმის დასრულება, რაზეც დიდი დრო და ძალისხმევა დაიხარჯა. კარგია სპორტდარბაზში სტუმრობა, აქტიური დასვენება. მეგობრებთან ურთიერთობას დადებით ემოციებს მოაქვს.

მშვილდოსანი

დღის პირველი ნახევარი მშვიდი იქნება. ჩაერთეთ წინასწარი შედეგების შეჯამებაში ან საქმის დაგეგმვაში. ასევე დღეს გაგიადვილდებათ დაშვებული შეცდომების ანალიზი და დანახვა, რამ გამოიწვია ისინი. შესაძლოა, მოგვიანებით შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც გამოგადგებათ წარმატების მიღწევაში.

თხის რქა

მნიშვნელოვანია დილაობით გონების სიცხადისა და სიმშვიდის შენარჩუნება. ბევრი გაგაღიზიანებთ და ემოციების ქარიშხალს გამოიწვევს. ეცადეთ გააკონტროლოთ თქვენი მდგომარეობა, ემოციები. არ დაემორჩილოთ სხვის პროვოკაციებს, თორემ მალე მოგიწევთ ნათქვამზე სინანული. საღამოს მდგომარეობა გაუმჯობესდება.

მერწყული

დაუთმეთ დღე მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას, რომლებსაც დიდი ხანია გადადებული გქონდათ. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ეხება პროფესიულ თუ პირად ცხოვრებას: ახლა თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ყველა დეტალი და გამოიტანოთ სწორი დასკვნები. სხვების რჩევა დღეს არ გამოადგება. საღამოს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ.

თევზები

ფრთხილად უნდა იყოთ და არც ერთი წვრილმანი არ გამოგრჩეთ. თევზებს დღეს უჭირთ ურთიერთგაგების პოვნა უფროსებთან, ხელმძღვანელობასთან. თუმცა, მიზანსწრაფულობითა და თავაზიანობით შეძლებთ სასურველი შედეგის მიღებას. საღამო დაუთმეთ დასვენებას და გამოჯანმრთელებას.