ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 08:35-ზე, მთვარე თხის რქაშია
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება; საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი. არ გაცივდეთ, რადგან ამ დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
ვერძი
პრობლემების მიუხედავად, ვერძს სჭირდება წინსვლა დასახული შედეგებისკენ. არ დანებდეთ, თუ რამე არ გამოგივათ პირველად ცდაზე. ვარსკვლავები ასევე გირჩევენ დაზოგოთ დრო და არ მოცდეთ უსარგებლო საუბრებზე. თუ სიტუაციას სხვა კუთხით შეხედავ, შეცდომებს დაინახავთ.
კურო
დღე დატვირთული და საინტერესოა. ბევრი შეხვედრა გელოდებათ, მოგიწევთ დიდი რაოდენობით ინფორმაციის შესწავლა და ახალი ადამიანების გაცნობა. იყავით მტკიცე საკითხების გადაჭრაში და ნუ დანებდებით კამათში. მიუხედავად თქვენი პასუხისმგებლობისა, ზოგიერთი რამის გადადება ან თუნდაც გაუქმება მოგიწევთ.
ტყუპი
ეცადეთ, თავად გააკეთოთ საქმეები და თუ შესაძლებელია, არ გადაანაწილოთ თქვენი პასუხისმგებლობა კოლეგებზე ან პარტნიორებზე. 7 თებერვალს ბევრი რამ გაგაღიზიანებთ და გაგიფუჭებთ განწყობას. თუ რომელიმე საკითხი ჩიხშია, შეადგინეთ ახალი გეგმა, იპოვეთ გამოსავალი და მიაღწიეთ თქვენს მიზანს.
კირჩხიბი
ბოლო დროს ძალიან ბევრი შრომითა და ახალი პასუხისმგებლობებით ხართ გადატვირთული. დაელაპარაკეთ თქვენს მენეჯერს, თუ არ გსურთ ნერვული აშლილობა გადატვირთვისგან. 7 თებერვალს საღამო მარტო გაატარეთ, დაისვენეთ და იფიქრეთ თქვენს ძირითად საჭიროებებზე, გამოიძინეთ.
ლომი
გაანალიზეთ თქვენი სამუშაო ურთიერთობები და ვალდებულებები და ეცადეთ პროცესი უფრო ეფექტური გახადოთ. შესაძლოა ღირდეს უფროსთან საუბარი და თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. ასევე მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას, ჩაიცვით ამინდის შესაფერისად და სწორად იკვებეთ.
ქალწული
დღე შესაფერისია დაგროვილი მცირე რუტინული ამოცანების შესასრულებლად. ამის შემდეგ შეძლებთ ახალი ამოცანების დაწყებას. გარშემო მყოფები შეეცდებიან გაგიფანტონ ყურადღება და კონცენტრირებაში შეგიშალონ ხელი. იმუშავეთ კონფიდენციალურად, შეძლებისდაგვარად.
სასწორი
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დღევანდელი სამუშაოს შედეგები არ მოგეწონებათ, მიუხედავად თქვენი მონდომებისა და პასუხისმგებლობისა, სიტუაციის თქვენს სასარგებლოდ გადაქცევას ვერ შეძლებთ. დღის მეორე ნახევარში გექნებათ კარგი შანსი, რომლითაც უნდა ისარგებლოთ.
მორიელი
დღეს უნდა აკონტროლოთ რა ხდება გარშემო და არ იმოქმედოთ იმპულსურად. იფიქრეთ თქვენს ქმედებებზე, მოძებნეთ გადაწყვეტილებები, რომლებიც თქვენთვის სასარგებლოა. სჯობს 7 თებერვლის საღამო ოჯახთან ერთად გაატაროთ, დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ.
მშვილდოსანი
მოგიწევთ სიტუაციასთან ადაპტაცია, კომპრომისების ძიება, ოპონენტების პირობების მიღება. თუმცა, ნუ იჩქარებთ პასუხის გაცემას: ჯერ კარგად დაფიქრდით, რათა არ გამოტოვოთ შეთანხმების მნიშვნელოვანი დეტალები. უფრო სწრაფად მიაღწევთ საჭირო შედეგებს, თუ გამოიყენებთ საჭირო კავშირებს.
თხის რქა
დღეს უნდა შეასრულოთ ადრე გაცემული დაპირებები. თუ დახმარება გჭირდებათ რაიმე რთულ საკითხში, დაუკავშირდით მათ, ვისაც მსგავსი გამოცდილება აქვს. დღის მეორე ნახევარში მეტი დრო გექნებათ საკუთარი გეგმების განსახორციელებლად და პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
მერწყული
დაუთმეთ დილა პირადი ნივთების დასუფთავებას და დღის განრიგის შექმნას. ირგვლივ წესრიგი დაგეხმარებათ გაამახვილოთ ყურადღება პრიორიტეტულ საკითხებზე და არ მოცდეთ მცირე დავალებებზე. შეამოწმეთ მიღებული ყველა ინფორმაცია: არაკეთილსინდისიერმა ადამიანებმა შეიძლება ისარგებლონ სიტუაციით.
თევზები
წარმატებული და ნაყოფიერი დღე თევზებისთვის. თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ, არ დაიწყოთ დიდი პროექტები: ეცადეთ, საღამომდე ყველაფერი დაასრულოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი საკითხის სხვა დროისთვის გადადება მოგიწევთ და თქვენი მოვალეობები კიდევ უფრო გაიზრდება. გაატარეთ საღამო აქტიურად და მხიარულად.