8-14 აგვისტოს ასტროლოგიური მოვლენები
კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე 12 აგვისტოა, რადგან 05:35-ზე ველოდებით სავსემთვარეობას მერწყულის ნიშანში. ამ დღეს მომატებულია ემოციურობა, მერწყული კი თავისუფლებისმოყვარე ნიშანია, რომელიც ვერ იტანს შეზღუდვებს და ნუ გაგიკვირდებათ, თუ ზოგიერთი ადამიანი საკუთარ მოსაზრებას ორიგინალურად გამოხატავს, ან არსებული წესების, სისტემის წინააღმდეგ გაილაშქრებს. გამორიცხული არაა, ადამიანები ერთ ჯგუფად გაერთიანდნენ და რევოლუცია მოინდომონ. სავსემთვარეობის შემდეგ მოიცილეთ ყველაფერი, რაც გიშლით ხელს განვითარებაში და დაასრულეთ მიტოვებული პროექტები.
8-14 აგვისტოს ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
ამ კვირაში ფული ძირითადად საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად დაგჭირდებათ. კარგი დროა დაზიანებული ავეჯის რესტავრირებისთვის, რემონტის ან ახალი ავეჯის შესაძენად. დახმარებას ოჯახის წევრებისა და უახლოესი ნათესავები მიიღებთ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ, უქმეებზე არ გირჩევთ მასთან ეჭვიანობის გამო ურთიერთობის დაძაბვას.
კურო
ამ კვირაში ბევრი დრო და ენერგია უნდა დაუთმოთ ახლობლების პრობლემების მოგვარებას. გახშირდება ახლობლებთან კომუნიკაცია. ეცადეთ, სხვათა გამო საკუთარი საქმეები არ დაგიზარალდეთ. კარგი კვირაა სწავლისთვის, ინტელექტუალური დონის ასამაღლებლად. უქმეები მშობლებთან ერთად გაატარეთ, მათ თქვენი ყურადღება აკლიათ.
ტყუპი
მთელი კვირა საქმეებისა და მატერიალური საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. ამასთან, ეცადეთ, დასვენებისთვისაც გამონახოთ დრო; აღიდგინოთ ენერგია. ფულის ხარჯვა მოგიწევთ ძვირად ღირებულ ნივთზე. იყავით გულუხვი ოჯახის წევრების მიმართ. მოგინდებათ ფსიქოლოგიაში გარკვევა, გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გაუმჯობესება.
კირჩხიბი
ახლა მოქმედებების დრო დადგა. თამამი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ. თუ საეჭვოდ გეჩვენებათ სიტუაცია ან ადამიანი რჩევა გამოცდილ ახლობელს ჰკითხეთ. დაგეგმეთ თქვენი მომავალი, საყიდლები. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.
ლომი
თუ დიპლომატიურად და რბილად იმოქმედებთ, სასურველ მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. იყავით კეთილგანწყობილი გარშემო მყოფების მიმართ. ზოგიერთი საკითხი დელიკატურად მოაგვარეთ, ზედმეტი ყურადღება რომ არ მიიქციოთ. საყვარელ ადამიანზე ნუ ეჭვიანობთ, პირიქით, ისე მოიქეცით, რომ უფრო მეტად შეაყვაროთ თავი.
ქალწული
გაქტიურდით სოციალურ ქსელებში, დასვით თქვენთვის საინტერესო კითხვები, შექმენით ახალი ჯგუფი. დაიცავით ყველაფერში ზომიერება. საუკეთესო დროა საკუთარ თავში, სურვილებში გასარკვევად, შიშების დასაძლევად. კვირის მეორე ნახევარი აღმოჩენების დროა. უქმეებზე საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ ადგილას განმარტოვდით.
სასწორი
დაფიქრდით, რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ენერგიულად შეუდექით მის მიღებას. იყავით მიზანმიმართულო და მომართული წინსვლაზე. არსებობს დღეები, როცა შეუპოვრობა და სიმკაცრე უნდა გამოავლინოთ. გამარჯვების მიღწევაში დაგეხმარებიან მეგობრები და თანამოაზრეები.
მორიელი
საუკეთესო დროა პირადი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. საყვარელ ადამიანს სიურპრიზი მოუმზადეთ: ერთად გაემგზავრეთ დასასვენებლად. თუ ქალაქიდან ვერ გადიხართ, მეტი დრო დაუთმეთ იურიდიული საკითხების მოგვარებას. გააფორმეთ საჭირო დოკუმენტები. თუ წვეულებაზე ან იუბილეზე მიგიპატიჟებენ, უარი არ თქვათ. ზოგადად, ამ კვირაში ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით და მიეჩვიეთ პოპულარობას.
მშვილდოსანი
საუკეთესო დროა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. კარგად გაართმევთ თავს დაკისრებულ ვალდებულებას. დაგაინტერესებთ უცხო კულტურა, კულინარია, წეს-ჩვეულებები და შეიძლება მათი შესწავლა გადაწყვიტოთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. ჩაეწერეთ მკურნალ ექიმთან ვიზიტზე.
თხის რქა
საქმეები პარტნიორებთან შეთანხმებულად მოაგვარეთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. იყავით მომართული რომანტიკული ურთიერთობის დასტაბილურებაზე. დაწყვილებულებმა მეტი დრო გაატარეთ ერთად, შეყვარებულებმა დანიშნეთ ნიშნობა, გააცანით თქვენი რჩეული მშობლებს. მარტოხელებს საკურორტო რომანი გელოდებათ.
მერწყული
საქმეებს თუ გონივრულად გადაანაწილებთ, სამსახურში შეიძლება კოლეგებთან დამეგობრების დროც გამოგიჩნდეთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ მშობლების, ბებია-ბაბუების მიმართ. ზოგიერთს შეიძლება თქვენი დახმარება დასჭირდეს. აქტიურად ჩაერთეთ საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაში.
თევზები
მსუბუქი და სასიამოვნო საქმეები შეასრულეთ. მომატებულია რომანტიკული განწყობა. მარტოხელებს საინტერესო ადამიანის გაცნობა გელოდებათ მგზავრობის ან შვებულების დროს. დაწყვილებულებმა საყვარელ ადამიანს თქვენთვის მნიშვნელოვანი კითხვები დელიკატურად დაუსვით. უქმეები მხიარულად და საინტერესოდ გაატარეთ.