ამ კვირაში სამი, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა გველოდება: მერკური - ჩვენი გონების მმართველი პლანეტა მშვილდოსანში - თავისი გაძევების ნიშანში გადადის; მანამდე კი ლილიტს (ცდუნებები, შიშები, მირაჟი) შეუერთდება და ნეპტუნი დირექტული სვლით თევზებში, თავისი მმართველობის ნიშანში ბრუნდება. ვნახოთ რას გამოიწვევენ ეს მოვლენები.
10 დეკემბრიდან ნეპტუნი, რომელიც ივნისიდან რეტროგრადული იყო, დირექტიულ (სწორ) მოძრაობას უბრუნდება თევზების 29-ე, კრიტიკულ გრადუსზე. ეს მნიშვნელოვანი მომენტია ფსიქოლოგიური და სულიერი თვალსაზრისით. ის ბურუსი, ილუზიები და გაურკვევლობა, რომელიც ბოლო თვეებში ბევრს აწუხებდა, ნელ-ნელა გაიფანტება. ეს არის „გამოღვიძების“ დრო. ინტუიცია გახდება უფრო მკაფიო, ხოლო შემოქმედებითი ენერგია – უფრო პროდუქტიული. მუნდანურ დონეზე შესაძლოა გამოაშკარავდეს ფარული ინტრიგები ან საიდუმლოებები.
10 დეკემბერს ლილიტისა და მერკურის შეერთება გველოდება. არაა გამორიცხული უსიამოვნო ფიქრებმა შეგაწუხოთ. ადამიანებმა შეიძლება ტაბუდადებული თემები გააშუქონ. გამოვლინდება საიდუმლოებები. საუბრებსა და ფიქრებში კი - გაჟღერდება ის, რაც ჩვეულებრივ დაფარულია. ამავე დროს, გაფრთხილდით, რომ არავინ მოგატყუოთ, განზრახ არ შეგიყვანონ შეცდომაში ან თავად არ აღმოჩნდეთ ილუზიების მსხვერპლი.
12 დეკემბერს მერკური მშვილდოსანში გადადის. აზროვნება ხდება გლობალური და მასშტაბური, თუმცა მერკური ამ ნიშანში „გამოძევებულია“, რაც იმას ნიშნავს, რომ დეტალები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. ადამიანებს გაუჩნდებათ დიდი იდეები, მაგრამ გაუჭირდებათ მათი პრაქტიკული რეალიზაციის გზების დანახვა. მოიმატებს პირდაპირობა საუბარში, რაც ზოგჯერ ტაქტის ნაკლებობაში გადაიზრდება. კარგი დროა სწავლისთვის, ფილოსოფიური მსჯელობისთვის, მაგრამ არა — სკრუპულოზური საქმეებისთვის.