8-14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები

8-14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები

ვერძი

დასვენების დრო დასრულდა, დღეიდან ბევრი შეხვედრა, საქმე და ახალი ამოცანა გელოდებათ. ტელეფონი შეიძლება გაუჩერებლად რეკავდეს. თქვენი დახმარება და რჩევა დასჭირდება ყველას ერთდროულად. შეეცადეთ არ გასცეთ ვალდებულებები, მათი განხორციელება დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას უფრო ხშირად, ის თქვენი ერთგული მოკავშირეა.

კურო

ამ კვირაში შეგიძლიათ გარშემო მყოფებს საკუთარი უნარები აჩვენოთ. როგორც ჩანს, კარგად დაისვენეთ და კვლავ მზად ხართ ბრძოლისთვის. ამავდროულად, თქვენი მოთხოვნები საკუთარ თავთან მიმართებაში და სხვების მიმართ პრეტენზია გაიზრდება. საუკეთესო დროა დაწყებული საქმეების დასასრულებლად. პარასკევს, არ უნდა დაგეგმოთ რამე სერიოზული, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენი განზრახვები რეალიზდება იმ ფორმით, როგორც ჩაიფიქრეთ. კვირას, ელოდეთ ნათესავების მხრიდან მხარდაჭერას და სასიამოვნო სიურპრიზებს.

ტყუპი

თქვენ ხელსაყრელ პირობებში ხართ, თუმცა, ალბათ, თავად არ გრძნობთ ამას. იწყება ბიზნესის და შემოქმედებითი საქმიანობის ახალი პერიოდი, რაც საშუალებას გაძლევთ გამოავლინოთ თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი და გააცნობიეროთ საკუთარი შესაძლებლობები. კარგი იქნება ჩაინიშნოთ შეხვედრები მეგობრებთან, სამსახურში ახალი პროექტების განხილვა, რომანტიკული პაემნები. გამოავლინეთ ინიციატივა პროფესიულ საქმეებში, თქვენი უფლებამოსილება გაიზრდება.

კირჩხიბი

კონცენტრირება უნდა მოახდინოთ თქვენი მიზნების მისაღწევად. ნუ შეგეშინდებათ სირთულეებისა და დაბრკოლებების, შეძლებთ მათ მარტივად გადალახვას. გაუმჯობესდება ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან, კოლეგებთან და ხელისუფლებასთან. ხუთშაბათი მშვენიერი დღეა გლობალური პროექტების განსახილველად და პარასკევი მათ დასაწყებად, პირველი ნაბიჯების გადასადგმელად დიდი მიზნისკენ. ეცადეთ სწორად განსაზღვროთ პრიორიტეტები, ეს მნიშვნელოვანია. შეეცადეთ იყოთ უფრო ტოლერანტული საყვარელი ადამიანების მიმართ, შეიკავოთ თქვენი ემოციები.

ლომი

მოგიწევთ ბრძოლა საკუთარი უფლებების დასაცავად. კვირის პირველ ნახევარში მოგიწევთ იმაზე მეტი საქმის გაკეთება, ვიდრე შეჩვეული ხართ. კვირის მეორე ნახევარი შეიძლება უფრო ემოციური იყოს. გარემო გახდება საკმაოდ მეგობრული თქვენთვის. შეგიძლიათ დაისახოთ ახალი პერსპექტივები. სინანულის გარეშე უნდა დაემშვიდობოთ ძველს და გადადგათ წინ ნაბიჯი. კვირა მშვენიერი დღეა ვარჯიშის დასაწყებად.

ქალწული

შეგიძლიათ თავდაჯერებულად დაიწყოთ დაწყებული დავალების შესრულება. ეჭვიც კი არ შეგეპაროთ სრულ წარმატებაში. ამ დღეებში მუშაობამ შეიძლება მოითხოვოს სრული ერთგულება. დაიმახსოვრეთ, რომ თუ საკუთარ თავს თავად არ დააფასებთ, სხვა ყურადღებასაც არ მოგაქცევთ. ამ კვირაში მატერიალური სარგებელი შეიძლება გაგიუმჯობესდეთ. შაბათ-კვირას, არ უნდა დაგავიწყდეთ ახლობლები, მათ თქვენი ყურადღება სჭირდებათ.

სასწორი

ამ კვირაში შეძლებთ გამოავლინოთ თქვენი ინდივიდუალურობა, მოგეცემათ თვითგამოხატვის საშუალებაც. წარმატება გელოდებათ პროფესიულ სფეროშიც და პირად ცხოვრებაშიც. პარასკევი კარგი დღეა მათთვის, ვინც გადაწყვიტა რადიკალურად შეცვალოს თავისი ცხოვრება. შაბათ-კვირას გამონახეთ დრო განმარტოებისთვის. ეს საშუალებას მოგცემთ აღადგინოთ ძალები.

მორიელი

ამ კვირაში ბევრი სასიამოვნო ემოცია და სასიხარულო ამბავი გელოდებათ. თქვენმა საქმიანობამ შეიძლება დადებითი შთაბეჭდილება მოახდინოს საზოგადოებაზე. შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი ავტორიტეტი და მოგებაც მიიღოთ. შეგიძლიათ ენდოთ მეგობრების დახმარებას, თუ ისინი თავად შემოგთავაზებენ ამას. დროა, გადახედოთ თქვენს შეხედულებას ოჯახური ცხოვრების შესახებ.

მშვილდოსანი

შესანიშნავი კვირა თამამი და ენერგიული მოქმედებებისთვის. პროფესიონალურ სფეროში მიღწევებისთვის ხელსაყრელი გარემო გექნებათ. არც კი გჭირდებათ განსაკუთრებული ფიქრი იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოთ და როგორ მოიქცეთ. თქვენ ყველაფერი მშვენივრად იცით. გექნებათ უამრავი იდეა, უბრალოდ აარჩიეთ ყველაზე რეალისტური. შაბათ-კვირა გაატარეთ მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ და მხიარულად.

თხის რქა

ამ კვირაში მივლინება და საქმიანი შეხვედრები შეიძლება იყოს ძალიან წარმატებული. შეგიძლიათ ბევრს მიაღწიოთ, იყავით მიზანსწრაფული და დაკვირვებული. იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან და სხვებთანაც. უმჯობესია პირდაპირ თქვათ, რომ არ ხართ კმაყოფილი, ვიდრე პრეტენზია უხეში ფორმით გამოხატოთ. უქმეები ახლობლებთან ერთად, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

მერწყული

კვირა სავსე იქნება აურზაურით, ერთდროულად მოგიწევთ რამდენიმე პრობლემის მოგვარება. საბოლოოდ კი შეძლებთ თქვენი გრძელვადიანი გეგმების განხორციელებას. თქვენს გარემოში ახალი ხალხი გამოჩნდება, ასე რომ იყავით უფრო მეგობრული. შაბათ -კვირას გააკეთეთ ყველაფერი, რაც თქვენს გულს სურს. მაგალითად, ეწვიეთ ნათესავებს, მეგობრებს, ისიამოვნეთ კარგ ადამიანებთან შეხვედრით. ბავშვები გაგახარებენ თავიანთი წარმატებებით.

თევზები

ამ კვირაში არ უნდა გადავარდეთ ილუზიებში. შეასრულეთ თქვენი საქმეები დაკვირვებულად და... დროულად. როდესაც თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ, განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. კარგი პერიოდია ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. პარასკევიდან კარგია ახალი პროექტების დაწყება, ფინანსური საკითხების მოგვარება და დაწინაურებაზე დაფიქრება. უქმეებზე ოჯახთან ერთად გაემგზავრეთ ქალაქგარეთ.