8 ოქტომბერი, მთავრე ლომშია 03:25-დან - აქტიურია ცეცხლის სტიქია
შეალამაზეთ მცენარეები, მოაჭერით ზედმეტი ტოტები და ფოთლები. შეასხურეთ მავნებლების გამანადგურებელი სითხე. ოთახები თქვენი გემოვნებით გაახალისეთ, გადაადგილეთ ავეჯი, შინ შემოქმედებითი გარემო შექმენით. მეტად მორთეთ და გაამდიდრეთ ინტერიერი. მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაული.
10 ოქტომბერი, მთვარე 16:01-ზე გადავა ქალწულში - აქტიურია მიწის სტიქია
კარგი დღეა როგორც მცენარეების დასარგავად ისე მათთვის ადგილის შესაცვლელად და გადასარგავადაც. დაამუშავეთ მიწა, გააფხვიერეთ, მორწყეთ. დღეს ნუ მოამზადეთ ზამთრისთვის (დიდი ხნით) შესანახ კერძებს. კარგი დღეა სამზარეულოს, მაცივრის დასალაგებლად. საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესარემონტებლად. თუ მიწის ნაკვეთი გაქვთ, შეგიძლიათ დაამუშაოთ.
13 ოქტომბერი, მთვარე 04:22-ზე ესტუმრება სასწორს - აქტიურია ჰაერის სტიქია
დღეს ყვავილების გადარგვა შეგიძლიათ. მცენარეების მოლამაზება; აგრეთვე პარკოსნებისა და ერთწლიანი მცენარეების (სამკურნალოებისაც) დარგვა. კარგია მოსავლის აღება და პროდუქტებიც კარგად შეგენახებათ. მაგრამ ხვალ ახალმთვარეობა და მზის დაბნელებაა და თუ აუცილებელი არაა, მცენეარეებს ნუ შეეხებით. მოალამაზეთ თქვენი სახლი. ჩამოკიდეთ ლამაზი ნახატები, ინტერიერი მორთეთ დეკორით. ეცადეთ, ოჯახის წევრებს შორის ჰარმონიულმა ურთიერთობამ დაისადგუროს.