გუშინ მთვარის დაბნელება გვქონდა, ახლა დაბნელებების დერეფანში ვიმყოფებით. ეს პერიოდი საინტერესო მოვლენებითაა აღსავსე. კვირის მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიაში ჩვენს საიტზე. ახლა კი გაეცანით 8-14 სექტემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს:
ვერძი
ენერგიის დონე ნაკლებია და უფრო მოდუნებული იქნებით. თუმცა, ეს კარგიც კია, რათა მშვიდად განიხილოთ მიმდინარე საკითხები, პროექტები, გამოასწოროთ შეცდომები ან შეიტანოთ კორექტივები. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პარტნიორული კომუნიკაციას. შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებთანაც სხვანაირად დაალაგებთ ურთიერთობას. ზოგიერთი კი შეძლებთ წარსული პრობლემების მოგვარებას.
კურო
მეტი ყურადღება პირად და ოჯახურ საკითხებს უნდა დაუთმოთ. გამონახეთ დრო და ფინანსები შვილებისთვის. წაიყვანეთ საყიდლებზე, ესაუბრეთ, ჩართეთ საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაში. შეიძლება დაგჭირდეთ მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულება, რაღაცის შეცვლა, გამოსწორება. ზოგიერთმა შეიძლება იგრძნოთ სიმპათია კოლეგის ან ძველი ნაცნობის მიმართ და კომუნიკაცია რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.
ტყუპი
დაუთმეთ დრო და ენერგია საქმიანი საკითხების მოგვარებას, თქვენი აქტიური ჩარევის გარეშე არაფერი გამოვა. შეიძლება წარმოიშვას ახალ-ახალი პრობლემები, რომლებიც დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს. თუ გაქვთ დაუსრულებელი იურიდიული საკითხები მათაც მიაქციეთ ყურადღება. საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ საქმიან სფეროში.
კირჩხიბი
კოლეგებთან გაუგებრობა, ინტრიგები ან მცირე კონფლიქტი მუშაობაში შეგიშლით ხელს. ფინანსურ სფეროში ხარჯი გადააჭარბებს შემოსავალს. ფული დაგეხარჯებათ საოჯახო საკითხების მოგვარებაზე, ბავშვებსა და ახლობლებზე ზრუნვაზე. კვირის ყველაზე სტრესული დღეები უქმეებია და იცოდეთ, ზედმეტი სტრესი რომ აირიდოთ.
ლომი
დინამიკური და საინტერესო მოვლენებით დატვირთული კვირა გელოდებათ. ყურადღების ცენტრში იქნებით და შეძლებთ გავლენის მოხდენას ყველა სიტუაციაზე. შეიძლება შეგეცვალოთ დამოკიდებულება კოლეგებთან ან გამოგიჩნდნენ ახალი პარტნიორები, საზღვარგარეთაც. კონფლიქტებს აირიდებთ, თუ დაკვირვებული იქნებით მცირე დეტალების მიმართ.
ქალწული
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. აკურატულად მოაგვარეთ სახელმწიფო უწყებებთან დაკავშირებული საკითხები. ნუ მოაკლებთ ყურადღებას კოლეგებსა და საქმიან პარტნიორებს. კვირის ბოლოს პასუხისმგებლობა უნდა გამოავლინოთ, რადგან რთული საკითხები თქვენი ჩარევის გარეშე არ მოგვარება. იქნება მაპროვოცირებელი ფაქტორები. იყავით მზრუნველი ახლობლების მიმართ.
სასწორი
გამოავლინეთ მეტი დიპლომატია უფროსთან საქმეების მოგვარებისას. შესაძლებელია დაბრკოლებები სამსახურის საქმეებში, მაგრამ ეს მხოლოდ დროებით. გაწონასწორებულობა და დიპლომატია დაგეხმარებათ ახალი კონტაქტების დამყარებაში. მოერიდეთ დაძაბულობას, მკაცრ გამონათქვამებს ოჯახის წევრების მიმართ. ენერგეტიკული დონე დაბალია და ნუ გადაიღლებით, განსაკუთრებით თუ ასაკობრივი ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ.
მორიელი
ენერგიის ნაკლებობას და მოთენთილობასაც იგრძნობთ, მაგრამ ძირითადი საკითხების მოგვარებას მაინც შეძლებთ. კარგი იქნება, თუ რამდენიმე დღე დაისვენებთ. მგზავრობისას განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ ემოციური დაძაბულობისა და ტრავმების რისკი გაზრდილია.
მშვილდოსანი
დასვენების შემდეგ აქტიურად უნდა ჩაერთოთ საქმეების მოგვარებაში. ენერგიული ხართ და მოთმინებითა და ყურადღებებითაც უნდა აღიჭურვოთ. განსაკუთრებით, როცა საქმე მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას ეხება. აქტიურად უნდა მოაგვაროთ პროფესიული საკითხები. შეიძლება დაგჭირდეთ ოფისის გაფართოება, ახალი ხელშეკრულებების გაფორმება ან უცხოელებთან კონტაქტების გაუმჯობესება.
თხის რქა
განსხვავებული აზრის გამო პარტნიორებთან შეიძლება ურთიერთობა დაგეძაბოთ. საქმეებისგან რომ არ მოცდეთ და არც გარშემო მყოფების გაღიზიანება გამოიწვიოთ, იყავით დაკვირვებული და ცოტათი შეარბილეთ ტონი. იყავით მომართული რუტინული საქმეების შესრულებაზე. საუკეთესო დროა ძველი და გადადებული საქმეების დასასრულებლად. უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესება და მივლინებაზე დაფიქრება გმართებთ.
მერწყული
დაფიქრებული და გააზრებული უნდა იყოთ ქცევაშიც და მეტყველებაშიც კოლეგებთან, დაქვემდებარებულებთან და მეგობრებთანაც კი რომ არ მოგივიდეთ კონფლიქტი. საყვარელ ადამიანთან კომუნიკაციაც არ იქნება იდეალური და ჰარმონიული. ამიტომ, ცოტა მოითმინეთ და გაფრთხილდით. ფინანსურ სფეროში სტაბილურობა გელით, თუ გააკონტროლებთ ხარჯს. რთულ სიტუაციაში დახმარებისთვის მიმართეთ საყვარელ ადამიანს ან ოჯახის წევრებს. უქმეებზე შეიძლება მოგინდეთ სახლში ავეჯის გადაადგილება, ინტერიერს გადახალისება.
თევზები
კონფლიქტები აუცილებლად მოგვარება, თუ იქნებით ჰარმონიული და საყვარელი ადამიანის აგრესიულ შემოტევებს განწყობით მოეკიდებით. კი ნუ წაეჩხუბებით, დაფიქრდით რა შეიძლება იყოს მისი გაღიზიანების მიზეზი. მეტი დრო დაუთმეთ შვილებს, მათ განათლებას, მათ გამო ფულის ხარჯვა მოგიწევთ. თუ ზაფხულში ზედმეტი კილოგრამები აკრიფეთ, ახლა დროა დაიცვათ დიეტა. თუ გრძნობთ გადაღლილობას ან ქრონიკული დაავადებები გაგიმძაფრდათ, დაისვენეთ და გამონახეთ დრო ექიმთან კონსულტაციისთვის. გაიუმჯობესეთ სუფთა ჰაერზე სეირნობისა და ძილის რეჟიმი.