8-14 სექტემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: უნდა მოინდომოთ, რომ დასვათ წერტილი, მიუხუროთ წარსულს კარი

8-14 სექტემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: უნდა მოინდომოთ, რომ დასვათ წერტილი, მიუხუროთ წარსულს კარი

შემოდგომის დაბნელებების დერეფანი გრძელდება, მოვლენების აღქმა შეიძლება დამაბნეველი იყოს და სწორი გადაწყვეტილებების მიღება გაგიჭირდეთ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პაუზის უფლება მისცეთ საკუთარ თავს: ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას, ნუ აჰყვებით ემოციებსა და იმპულსებს, ნუ გადადგამთ საბედისწერო ნაბიჯებს 22 სექტემბრამდე.

9-10 სექტემბერს მზე დაღმავალ მთვარის კვანძთანაა. შეიძლება გაგახსენდეთ წარსულის მოვლენები, ისტორიები. არაა გამორიცხული, რომ გამოჩნდნენ ადამიანები წარსულიდან, ვისთანაც რაღაც გაკავშირებდათ. უნდა მოინდომოთ, რომ დასვათ წერტილი, მიუხუროთ წარსულს კარი, რათა მომავალში ზედმეტი ტვირთის გარეშე გააგრძელოთ მშვიდად ცხოვრება.

13-14 სექტემბერს მზე მერკურისთანაა, რაც დაგვეხმარება გაფანტული აზრების დალაგებაში, გონებაში წესრიგის დამყარებაში, მაშინაც კი, თუ გარშემო ყველაფერი არასტაბილურად გვეჩვენება. ეს არის მომენტი, როდესაც ლოგიკა და ინტუიცია ტანდემში მუშაობს, ზოგადი ფსიქოლოგიურად რთული ფონის მიუხედავად.

14 სექტემბერს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ. ესაა დღე ორ დაბნელებას შორის. ამ დღეს შესაძლებელია ინტელექტუალური გარღვევები, მოულოდნელობები. თუმცა, ამასთან ერთად, არსებობს განცდა, რომ ძველი სტრუქტურები ინგრევა, ახლები კი ჯერ არ ჩამოყალიბებულა.

ამასთან, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ურანი და სატურნი რეტროგრადულ ფაზაში არიან, რაც არასტაბილურობის განცდას ზრდის, განსაკუთრებით თავისუფლების, ტექნოლოგიებისა და ლოჯისტიკის საკითხებში.

ერთი სიტყვით, ვართ პოზიტიურად განწყობილები, ველოდებით დაბნელებების დერეფნის მშვიდად გასვლას!

ბედნიერ კვირას გისურვებთ!