ავტორი:

8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 18:15-ზე, 06:36-დან მთვარე ლომში იქნება

კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. აგრეთვე, ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. კარგად გამოიძინეთ, თუ ამინდი ხელს შეგიწყობთ, სუფთა ჰაერზე ისეირნეთ.

ვერძი

ძველი მეგობრები ან პარტნიორები დაგეხმარებიან მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებაში. საღამო გაატარეთ ოჯახის წევრების გარემოცვაში.

კურო

თუ ამ ბოლო დროს პარტნიორთან ურთიერთობაში სირთულეები იყო, მაშინ ხელსაყრელი დღეა ყველაფრის გასარკვევად და ახალი თავის დასაწყებად.

ტყუპი

დღე შესაფერისია ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებებისთვის, დიდი ხნის სურვილების ასრულებისთვის. გამოცდილი პარტნიორებიც კი მოისმენენ თქვენს აზრს.

კირჩხიბი

არ ინერვიულოთ სხვების კრიტიკაზე ან სკეპტიკურ შენიშვნებზე, იყავით უფრო დარწმუნებული თქვენს შესაძლებლობებში. გაატარეთ დღე აქტიურად, დაკავდით სპორტით.

ლომი

დღეს მნიშვნელოვანია იცხოვროთ საკუთარ რიტმში და არ ეცადოთ ვინმეს მოერგოთ. კომფორტის გრძნობა ძალების სწორად გადანაწილებაში და ყველაფრის დროულად გაკეთებაში დაეხმარებათ.

ქალწული

დიპლომატიურად დაიცავით თქვენი უფლებები. ასე არც გარშემო მყოფები განაწყენდებიან და არც კონფლიქტს გამოიწვევთ. კარგი დღეა საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად.

სასწორი

შეეცადეთ ყურადღება არ მიაქციოთ უმნიშვნელო პროვოკაციებს, ისინი არ იმსახურებენ თქვენს ყურადღებას. მოგიწევთ წარსული პრობლემების გადაჭრა, რომლებიც დღეს კვლავ შეგახსენებენ თავს.

მორიელი

ძალისხმევა გმართებთ, რომ შეინარჩუნონ ემოციური წონასწორობა და არ იკამათოთ გარშემო მყოფებთან. შეიძლება სხვების გამო გეგმები შეგეცვალოთ; რის გამოც გაგიჭირდებათ სიმშვიდის შენარჩუნება.

მშვილდოსანი

დღის განმავლობაში მიიღებთ თქვენთვის საჭირო ინფორმაციას. სასარგებლო იქნება ძველ ნაცნობებთან დარეკვა ან შეხვედრა, რომლებსაც იშვიათად ხედავთ. შეგიძლიათ სადილზე მოიწვიოთ ისინი.

თხის რქა

ახალი ჰობი შეიძლება მალე გახდეს მომგებიანი და შეცვალოს თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად; მეგობრებთან შესახვედრად და მხიარულებისთვის.

მერწყული

დღეს ბევრი მოვა თქვენთან დახმარებისთვის, გთხოვენ პრობლემების მოგვარებას. იყავით მომთმენი და დაინტერესებული, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნას.

თევზები

მოსალოდნელია საინტერესო მოვლენებითა და შეხვედრებით დატვირთული დღე. დაიცავით თქვენი პოზიცია კამათში. კარგი იქნება თანამოაზრეებთან შეხვედრები, გუნდთან ერთად სპორტულ თამაშში ჩართვა.