8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

შეიძლება სამსახურის, საქმინობის შეცვლამ მოგიწიოთ. კარგი დღეა ახალი მიზნების დასახვისთვის. ნუ მოგერიდებათ და დახმარებისთვის გავლენიან ნაცნობებს მიმართეთ.

ტყუპი

კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განხორციელებისთვის, დიეტის დასაწყებად. დღეს თქვენი ბევრი მეგობარი გამოაჩენს თავის ნამდვილ სახეს.

კირჩხიბი

დილიდან სამსახურის საქმეებით იქნებით დაკავებული. თუმცა, ნურც დასვენებასა და მეგობრების მოკითხვას დაივიწყებთ. კარგი დღეა ვარჯიშის დასაწყებად. ზოგი კრედიტის აღებას შეძლებს.

ლომი

ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. მაგრამ კარგი დღეა მიმდინარე პროექტების განსახილველად, პარტნიორებთან შესახვედრად; მეგობრებთან ერთად უქმეები დაგეგმეთ.

ქალწული

სამსახურის საქმეები კოლეგებთან შეთანხმებულად მოაგვარეთ; საოჯახო - მეუღლესთან. ერთად შეადგინეთ ოჯახური ბიუჯეტი.

სასწორი

დიპლომატიურად იმოქმედეთ, ნათქვამიც აკონტროლეთ და უსიამოვნებებს მარტივად აიცილებთ. კარგი დღეა ვარჯიშის, რემონტის დასაწყებად.

მორიელი

ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. მოერიდეთ იდეების განხორციელებას, ფულის დაბანდებას. ყურადღება გმართებთ საბუთების გაფორმებისას. ეს დღე დასვენებას წარსულის გაანალიზებას დაუთმეთ.

მშვილდოსანი

ცვლილებების დღეა. დაიწყეთ და დღესვე დაასრულეთ საქმეები. საკუთარი მიღწევები მხოლოდ ერთგულ მეგობრებს გაუმხილეთ. უქმეები მეგობრებთან ერთად დაგეგმეთ.

თხის რქა

მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ. ნუ იქნებით სულსწრაფი და კრიტიკული. გარშემო მყოფების მიმართ მეტი სიყვარული და იუმორი უნდა გამოავლინოთ.

მერწყული

დღეს ყველა სირთულეს მარტივად დაძლევთ და წარმატების მიღწევა არ გაგიჭირდებათ. მთავარია, დაწყებული საქმეები დაასრულოთ და შუა გზაზე არ მიატოვოთ.

თევზები

მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იმუშაოთ, განსაკუთრებით, თუ უცხოელებთან მუშაობთ. მოერიდეთ ექსპერიმენტებს და საჭიროებისამებრ ნუ მოგერიდებათ, რჩევა სპეციალისტებს ჰკითხეთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით