8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მოერიდეთ სარისკო ქმედებებს. განსაკუთრებით, განბაჟებისას და გადასახადების გადახდისას. ახალი შემოთავაზებები (ფინანსური, სასიყვარულო) ყურადღებით განიხილეთ.

ტყუპი

მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას. მხარდაჭერას იგრძნობთ გავლენიანი მეგობრისგან.

კირჩხიბი

მოერიდეთ გაურკვეველ და ორაზროვან სიტუაციებს. ეცადეთ, ყველამ სწორად გაიგოს თქვენი ნათქვამი. სასიკეთო საქმე გააკეთეთ ახლობლებისთვის. ნუ მიიღებთ უცნობ პრეპარატებს, ნუ დაინიშნავთ თვითმკურნალობას.

ლომი

დილას ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან საქმეებს, შეხვედრებს. ნუ გადავარდებით ილუზიებსა და რომანტიკაში. მეტი მზრუნველობა გმართებთ ბავშვებისადმი.

ქალწული

დაკვირვებულად გაერკვიეთ სიტუაციაში. მეტი ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს. ნუ ენდობით უცნობ ადამიანებს. სხვა დღისთვის გადადეთ სარემონტო და სამემკვიდრეო საკითხების მოგვარება.

სასწორი

ცვლილებების დროა და თავადაც გადაწყვეტთ ცხოვრების კარდინალურ შეცვლას. შეიძლება უარი თქვათ იმაზეც კი, რის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმოგედგინათ. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

მორიელი

წვრილმანებისადმი ყურადღება გმართებთ ისეთ სფეროებში როგორებიცაა: ფინანსები, შემოქმედება, სიყვარული. თუ ბედნიერება გსურთ, უნდა გათავისუფლდეთ მოძველებული სტერეოტიპებისგან და დიპლომატიური ტაქტიკა აირჩიოთ.

მშვილდოსანი

დილა საკუთარ თავს დაუთმეთ. დაფიქრდით წარსულზე, რა ითხოვს გამოსწორებას. დღეს გარშემო მყოფები გამოგცდიან იუმორის გრძნობაზე, გამძლეობაზე.

თხის რქა

კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად, შეცდომების გამოსასწორებლად. ახალ პროექტებზე მუშაობას ნუ დაიწყებთ. ნუ გახდებით ინტრიგების, დეზინფორმაციის მსხვერპლი.

მერწყული

საქმიან და სასიყვარულო ურთიერთობაში უნდა შეინარჩუნოთ ოქროს შუალედი. სიფრთხილე გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას.

თევზები

დღეს არ უნდა იყოთ სენტიმენტალური და დაბნეული. ნუ გადავარდებით ილუზიებში. გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები. საყვარელი ადამიანის მიმართ - რომანტიკული.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით