8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

თუ გულის ნადებს ვერავის უმხელთ, ვირტუალურ ან ქაღალდის დღიურს გაუმხილეთ. შეიძლება წერილი მიიღოთ საზღვარგარეთ მცხოვრები ნათესავისგან. მგზავრობისას დისკომფორტი გელით.

ტყუპი

ეცადეთ, კრიტიკულ სიტუაციაშიც კი შეინარჩუნოთ სიმშვიდე. შეიძლება ალერგიული რეაქცია მოგცეთ რაიმე საკვება. მოერიდეთ ხალხის მასებთან ურთიერთობას.

კირჩხიბი

ძირითადი აქცენტი მნიშვნელოვან საკითხებზე გადაიტანეთ. მოერიდეთ არაფრისმომცემ საუბრებს, მიმოსვლებს. შეიძლება მეუღლის ან უფროსის ინიციატივით განაახლოთ ძველი საქმე.

ლომი

მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანების გარემოცვაში, მეტად დაისვენეთ. სხვა დღისთვის გადადეთ სწავლის, მოგზაურობის დაწყება.

ქალწული

დღეს შეიძლება კრიტიკა უცხო ადამიანისგანაც კი მოისმინოთ. ზოგიერთს მნიშვნელოვანი საუბარი ელის საყვარელ ადამიანთან.

სასწორი

მოლაპარაკებების, შერიგების დღეა. რაც მნიშვნელოვანია, თეთრი დროშა თავად უნდა აღმართოთ. მოთმინებით შეხვდით მოსაუბრის ჭირვეულობას.

მორიელი

შეხვედრების, მიმოსვლების დღეა. არ გადადოთ მივლინება. ობიექტურად შეაფასეთ სიახლეები, მიღებული ინფორმაცია. მნიშვნელოვანი საკითხები ოჯახის წევრებთან ერთად განიხილეთ.

მშვილდოსანი

მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების დღეა. განსაკუთრებულ დაკვირვებას საჭიროებს ფინანსური სფერო. მზრუნველობა არ მოაკლოთ შვილებს, საყვარელ ადამიანს.

თხის რქა

გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. ეცადეთ, არ დაუშვათ შეცდომა და არ გაანაწყენოთ ვინმე თქვენზე. მანდილოსნები მაქსიმალურად ქალურები უნდა იყოთ.

მერწყული

მოსალოდნელია უსიამოვნება ტრანსპორტთან, კომპიუტერებთან დაკავშირებით. საქმიანი მოლაპარაკებისას არ წამოგცდეთ ზედმეტი. მგზავრობისას იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული.

თევზები

კარგად გაერკვიეთ მნიშვნელოვან საკითხებში. შეიძლება გამოვლინოთ შეცდომა დოკუმენტებში, ფინანსებში. ნუ გაფლანგავთ ფულს უსარგებლო ნივთებზე.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით