მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას.
უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ.
არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას.
მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს.
ივარჯიშეთ.
ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის.
ამ დღეს დაბადებული ბავშვი მოუსვენარია. მიდრეკილია სიმსუქნისაკენ.
მცირე ალკოჰოლი არ გაწყენთ.
გაამდიდრეთ თქვენი რაციონი რძითა და რძის ნაწარმით, თაფლით. მოერიდეთ ცხოველური საკვების მიღებას.
თმის შეჭრა სასარგებლოა.
ამ დღის ქვებია: ფირუზი, ვარდისფერი ქალცედონი, მარმარილო.
დღის გაფრთხილება: კარგია, თუ სიზმარში ნახავთ, ვითომ ტიროდით.
სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე ქალწულში
მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
კარგია ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.