ავტორი:

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 ივლისი პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:41-ზე, 09:11-ზე მთვარე გადავა მორიელში

თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება, აგრეთვე საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება გაგიადვილდებათ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს.

ვერძი: სასიამოვნო შეხვედრების, ინფორმაციის გაცვლის დღეა. გაერკვიეთ დეტალებში, კამათს კომპრომისი არჩიეთ.

კურო: ყოველდღიური საქმეები შეასრულეთ, ნუ გადაიღლებთ. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.

ტყუპი: დამღლელი სამუშაო კვირის ბოლოს დასვენება, გამოძინება და სასიყვარულო ურთიერთობის გაუმჯობესება მოგინდებათ.

კირჩხიბი: სამსახურის საქმეები მალევე დაასრულეთ და შინ დაბრუნდით, სადაც მეგობრული წვეულება გელოდებათ.

ლომი: ჩამოწერეთ საზაფხულო მიზნების სია, რასაც შვებულების დროს განახორციელებთ. კარგი იქნება, თუ შეურიგდებით თქვენზე განაწყენებულ ახლობლებს.

ქალწული: მოაწესრიგეთ ფინანსური საკითხები და დოკუმენტები. თუ საჩუქრის ყიდვას აპირებთ, რჩევა კომპეტენტურ პირებს ჰკითხეთ.

სასწორი: ის საქმეები შეასრულეთ, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ. მოუწყვეთ საკუთარ თავს დღესასწაული; მიირთვით გემრიელობა, დაესწარით მხიარულ წვეულებას.

მორიელი: სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით თუ საყვარელ ადამიანთან დაძაბულობა გაქვთ, შესარიგებლად პირველი ნაბიჯი თქვენ გადადგით.

მშვილდოსანი: სასიამოვნო შეხვედრების, ორიგინალური და პროგრესული იდეების განხილვა გელოდებათ. იყავით ლიდერი, მაგრამ სხვასაც მოუსმინეთ.

თხის რქა: იდეებისა და ჩანაფიქრების განხორციელების დღეა. უნდა გადადგათ პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი, იყავით დაკვირვებული.

მერწყული: სამსახურში მოგინდებათ თავისუფლი გრაფიკით მუშაობა. საქმიან პარტნიორთან მიმოწერა შეიძლება სასიყვარულოში გადაიზარდოს.

თევზები: ნუ წახვალთ წესების წინააღმდეგ, იყავით სამართლიანი. იყავით მომართული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე გარშემო ყოფებთან. მოუსმინეთ სხვების აზრსაც.