8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 00:43-ზე, მთვარე ვერძში გადავა 23:22

კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.

ვერძი

მშვენიერი დღეა კრეატიული გადაწყვეტილებების მოსაძებნად, თამამი, ინოვაციური იდეების განსახორციელებლად და სტერეოტიპების დასამსხვრევად. ნუ შეგეშინდებათ მცდელობის, თუნდაც შეცდომა დაუშვათ, ეს გამოცდილებას მოგცემთ.

კურო

დღეს დაკავებული იქნებით ფილოსოფიური აზრებითა და ცხოვრების არსზე დაფიქრებით. ხვალ მიხვდებით, რომ კითხვები, რომლებიც გაწუხებთ, არცთუ ისე მნიშვნელოვანია. ამიტომ, უმჯობესია, დღე დაუთმოთ დასვენებას, ოჯახის წევრებზე ზრუნვას.

ტყუპი

გახსოვდეთ, რომ ვინც ივიწყებს წარსულის შეცდომებს, განწირულია მათი გამეორებისთვის. გაიხსენეთ მსგავს სიტუაციაში მიღებული გამოცდილება. დათრგუნეთ ავანტიურიზმის სულისკვეთება საკუთარ თავში.

კირჩხიბი

დღეს საყვარელი ადამიანების რჩევის გარეშე ვერ შეძლებთ. არ შეინახოთ საკუთარ თავში ის, რაც დიდი ხანია გაწუხებთ, გაუზიარეთ მათ პრობლემები და აზრები. სიტუაციის განხილვა არის ზუსტად ის, რაც ახლა საჭიროა და ერთად გამოსავლის პოვნა ბევრად უფრო ადვილი იქნება.

ლომი

ეცადეთ, მხოლოდ საკუთარი საქმე აკეთოთ, არ ჩაერიოთ არაფერში და არ დაიწყოთ ახალი იდეების განხორციელება. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, შემოქმედებითი იდეების განხორციელებას.

ქალწული

დღე იდეალურია მოლაპარაკებებისა და გარიგებებისთვის, თქვენი ინტუიცია და გამჭრიახობა არ გიღალატებთ. ყველაზე გამოცდილ თაღლითსაც კი ძნელად შეუძლია მოგატყუოთ მაგრამ მაინც, გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელეთ არა მხოლოდ შინაგანი ხმით, არამედ საღი აზრითაც.

სასწორი

გადახედეთ სამომავლო გეგმებს და თუ სადღაც შეცდომა იმალება, რის გამოც ყველა ძალისხმევა შეიძლება ფუჭად წავიდეს, გამოაწორეთ. დაგვიანებული არ არის ყველაფრის ხელახლა გადაკეთება.

მორიელი

შაბათს უსიამოვნო საუბარი რომ აირიდით, უნდა შეძლოთ თქვენ ზოგიერთი ქმედების ახსნა. იყავით მომთმენი და მტკიცე, მაგრამ გულწრფელი. დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, ახლა ნამდვილად არ გჭირდებათ კონფლიქტები.

მშვილდოსანი

შაბათს გარემოებები თქვენგან მაქსიმალურ დელიკატურობას მოითხოვს. კითხვები, რომლებიც გაინტერესებთ, დიპლომატიურად უნდა დასვათ. იყავით მზრუნველი და ყურადღებიანი ნათესავების მიმართ.

თხის რქა

შაბათს შესაძლოა ახლობლების უკმაყოფილება შეგხვდეთ. მათ შეიძლება გაიგონ ის ინფორმაცია, რომლის დამალვასაც ცდილობდით. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, დაისვენეთ ფიზიკური აქტიურობისგან.

მერწყული

დღეს კონფლიქტურ სიტუაციებში მხოლოდ დამკვირვებლის როლი უნდა ითამაშოთ. არ გამოთქვათ თქვენი კომპეტენტური აზრი. საღამოს შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს.

თევზები

დღეს მოგიწევთ იმის გაანალიზება, რაც ხდება თქვენ გარშემო, თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც არასწორედ მიმდინარეობს, დროა გაარკვიოთ სად არის შეცდომა. და, რა თქმა უნდა, იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ გამოასწოროთ სიტუაცია. შეიძლება დაგჭირდეთ ახლობლების დახმარება.