8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოთხე დაიწყება 07:09-ზე, მთვარე ლომშია

კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.

ვერძი

მეტი დრო დაუთმეთ დავალებებს, იმ საქმეებს, რომლებიც დღეს უნდა დასრულდეს. მარტოხელა ვერძი შეიძლება შეხვდეს განსაკუთრებულ ადამიანს და დაიწყოს რომანტიკული ურთიერთობა. თუ წყვილში ხართ, უფრო ხშირად უთხარით კეთილი სიტყვები საყვარელ ადამიანს.

კურო

ნებისმიერ საკითხში იყავით შემოქმედებითი და საკითხს პოზიტიურად მიუდგეთ. მაშინ შეძლებთ წარმატების მიღწევას და ზემდგომებზე შთაბეჭდილების მოხდენას. თქვენს იდეებსა თუ წინადადებებს მოუსმენენ და მხარს დაუჭერენ. კარგი დღეა საყიდლებზე წასასვლელად და ოჯახის წევრებისთვის პატარა საჩუქრების შესაძენად.

ტყუპი

აქტიური პოზიცია და გუნდური მუშაობა დაგეხმარებათ გადაჭრათ ზოგიერთი ძველი პრობლემა, ჩამოაყალიბოთ მიზნები. გამოიჩინეთ ინტერესი მოსაუბრის მიმართ, იყავით მეგობრული და ღია. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ წვრილმანი ჩხუბი და მოიგოთ ოპონენტების სიმპათიები.

კირჩხიბი

დაგროვდა საყოფაცხოვრებო საქმეები, რომელთა მოგვარებაც დღეს მოგიწევთ. მცირე დეტალები შეანელებს მთელ პროცესს, ამიტომ ჯერ მათ უნდა მიხედოთ. 8 ივლისს არ უნდა ჩაერთოთ გრძელვადიან დაგეგმვაში. ვითარება მალე შეიცვლება.

ლომი

წარსულის ზოგიერთი ნეგატიური მოვლენა მაინც გაღიზიანებთ და ხელს გიშლით სრულფასოვნად მუშაობაში. ეცადეთ, ემოციები გააკონტროლოთ და ყურადღება გაამახვილოთ დღის გადაუდებელ საკითხებზე. შემოქმედებითად მიუდექით პრობლემებს, სცადეთ რაიმე ახალი და უჩვეულო. მაგრამ არ დაკარგოთ კავშირი რეალობასთან.

ქალწული

განრიგის ორგანიზება და მაგიდის დასუფთავება დაგეხმარებათ კონცენტრირდეთ და შეასრულოთ მოვალეობები უფრო პროდუქტიულად. იყავით უფრო რბილი და ტოლერანტული მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, აღარ გააკრიტიკოთ ისინი. ვარსკვლავები გირჩევენ, ნეგატივი არ შეინახოთ საკუთარ თავში.

სასწორი

კარგი განწყობა და შედეგებზე ფოკუსირება დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ყველა სირთულეს. მოემზადეთ დატვირთული დღისთვის და იყავით პოზიტიური. თუ მარტოხელა ხართ, დღევანდელი შეხვედრები შესაძლოა რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. საღამოს მოაწყვეთ რომანტიკული პაემანი.

მორიელი

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ბევრის გაკეთება შეგიძლიათ, ასე რომ უსაფრთხოდ დაგეგმეთ რთული მოლაპარაკებები, დაიწყეთ ახალი პროექტები. ეცადეთ, თავიდან აიცილოთ ემოციები, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგიჭირდებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს.

მშვილდოსანი

ზოგიერთი პრინციპი ან მოძველებული წესი აფერხებს თქვენს განვითარებას. კარგი დღეა რაღაცის შესაცვლელად, სიტუაციის განახლებისთვის. ზედმეტი ემოციურობა ხელს შეგიშლით რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებაში. შეგიძლიათ ექსპერიმენტებისა და ახალი მეთოდების გამოყენება.

თხის რქა

დღეს არ უნდა იოცნებოთ და არ ააგოთ ბროლის კოშკები. მიუდექით ყველაფერს პრაქტიკული თვალსაზრისით, მოიშორეთ ილუზიები. მცირე დეტალები მნიშვნელოვანი იქნება 8 ივლისს. მნიშვნელოვანია, გაუმკლავდეთ წამიერ სურვილებს, რათა არ აღმოჩნდეთ უსიამოვნო სიტუაციაში.

მერწყული

მკაფიო სამოქმედო გეგმა დაგეხმარებათ უფრო სწრაფად მიაღწიოთ სასურველს და სწორად გამოთვალოთ თქვენი ძლიერი მხარეები. დღეს აჩქარება შეცდომებს გამოიწვევს, ამიტომ შეარჩიეთ თქვენთვის კომფორტული ტემპი და ეტაპობრივად დაასრულეთ დავალებები. არ დაგავიწყდეთ დასვენება. საღამო დაუთმეთ თქვენს საყვარელ გატაცებას.

თევზები

მებრძოლი სული და ენერგიის მაღალი დონე დაგეხმარებათ დღის აქტიურად და ნაყოფიერად გატარებაში. ყურადღება მიაქციეთ წვრილმან დეტალებს, რამაც შეიძლება შეგიქმნათ სერიოზული პრობლემები, თუ მათ არ მოაგვარებთ. ფრთხილად იყავით ახალი ნაცნობების მიმართ, ნუ დაუჯერებთ ყველაფერს, რასაც გეტყვიან.