8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

უკეთესი იქნება, თუ უფრო გაბედულად იმოქმედებთ და საკუთარ მოსაზრებას გარშემო მყოფებს უფრო გარკვევით აუხსნით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა თქვენ წინააღმდეგ განეწყობა.

ტყუპი

სამსახურის საქმეებს საოჯახოებიც უნდა შეუთავსოთ. ეცადეთ გარშემო მყოფებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ და არც მათ საჩუქრებზე დაგენანოთ ფული.

კირჩხიბი

კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა რომ არ გაგიფუჭდეთ, მოერიდეთ უარყოფითი ემოციების გამოხატვას. უმჯობესია, თქვენთვის წყნარად აკეთოთ თქვენი საქმე.

ლომი

კარგი დღეა შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. კულტურული ღონისძიებებისთვის. საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა უამრავ იდეას გაგიჩენთ და ყველაფერი ჩაინიშნეთ.

ქალწული

დღეს თქვენს აზრს კონკურენტებიც კი დააფასებენ და გაითვალისწინებენ. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ და მხიარული წვეულება გაუმართეთ.

სასწორი

დამშვიდდით, მოიკრიბეთ ძალები და მოემზადეთ, დღეს მოსაწყენ და აუცილებელ საქმეებს ვერსად გაექცევით და არც მათ შესრულებაში წაგეხმარებათ ვინმე.

მორიელი

კარგი დღეა ნათესაური და პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. დაარეგულირეთ ურთიერთობა შვილებთან. მეტი ყურადღება დაუთმეთ მათ გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას.

მშვილდოსანი

დღეს გარშემო მყოფებისთვის ინფორმატორი იქნებით; საჭირო და სასარგებლო ამბების გამავრცელებელი. ეცადეთ, არც დახმარებაზე უთხრათ ვინმეს უარი.

თხის რქა

კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. აგრეთვე კოლეგებთან ერთად ახალი პროექტების განსახილველად და დამატებითი შემოსავლის საძიებლად.

მერწყული

დაიცავით საკუთარი მოსაზრებები და პოზიცია. ეცადეთ გარშემო მყოფებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ, მაგრამ არც ზედმეტად გამოაყენებინოთ ვინმეს თავი.

თევზები

მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას. აგრეთვე ნუ ენდობით ადამიანებს სიტყვაზე და მაქსიმალურად გაფრთხილდით, რათა არავინ ჩაგითრიოთ ავანტიურაში.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით