8 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:50-ზე, მთვარე მერწყულშია

ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გადატვირთოთ კუჭი. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე.

ვერძი

თქვენს თამამ გეგმებს მხარს დაუჭერენ. დაუსახეთ საკუთარ თავს მაღალი მიზნები და დაიწყეთ მათი განხორციელება. მნიშვნელოვანია, არ დაივიწყოთ ძველი საქმეები და ვალდებულებები. საღამო შესაფერისია რომანტიკული პაემნისთვის.

კურო

მოვლენებით მდიდარი და საინტერესო დღე გელოდებათ. სხვების დახმარებით მიიღებთ ძვირფას გამოცდილებას. სადილის შემდეგ ხელსაყრელი პერიოდია ცოცხალი კომუნიკაციისთვის, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან შეხვედრებისთვის. აგრეთვე კარგი დღეა გაცნობისა და საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად.

ტყუპი

არ იჩქაროთ, იყავით დაკვირვებული, რადგან დღე აღსავსეა პრობლემებითა და ინციდენტებით. აკონტროლეთ ემოციები. მოერიდეთ მავნე ადამიანებს და რთულ სიტუაციებს. დაუთმეთ თავისუფალი დრო შემოქმედებას, ჰობის. საღამოს დასვენებული და ენერგიით აღსავსე ახალი მიღწევებისთვის იქნებით მზად.

კირჩხიბი

დაძაბული დღეა, მშვიდად და თავდაჯერებულად იმოქმედეთ. აღმოცენებულ პრობლემებს ადვილად მოაგვარებთ. სჯობს თავი შეიკავოთ ხანგრძლივი მოგზაურობისგან, ძვირად ღირებული ნივთების შესყიდვისგან. მეტად დაუგდეთ ყური ორგანიზმის მინიშნებებს.

ლომი

ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად, სამუშაოსა და მივლინებისთვის. უსაქმოდ არ უნდა გაჩერდეთ. საყვარელ ადამიანს შეიძლება დასჭირდეს თქვენი დახმარება. სერიოზულად მოეკიდეთ მის პრობლემას, ნუ უგულებელყოფთ თხოვნას.

ქალწული

დღეს მიხვდებით, რომ ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობა გამაღიზიანებელია. მოერიდეთ კონფლიქტის პროვოცირებას. საქმეებში თავით გადავარდნა დაგეხმარებათ აიცილოთ პრობლემები. მიიღებთ პასუხს თქვენს მოთხოვნაზე, ნანატრ ამბებს. დღეს უახლოესი მომავალი გაირკვევა, მიხვდებით რისი მიღწევა შეგიძლიათ და რისი არა.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა სამუშაოსთვის, პროფესიული გამარჯვებებისთვის. რთული ამოცანები წარმატებით გადაწყდება. თქვენ პოულობთ სწორ მიდგომას ადამიანებთან. ადვილად არწმუნებთ და გადმოიბირებთ თქვენს მხარეს. არ არის გამორიცხული ძველ მტერთან შერიგება. თუ მოინდომებთ, შეგიძლიათ, საყვარელ ადამიანთან კონფლიქტს ბოლო მოუღოთ.

მორიელი

კარგი დღეა. სირთულეები წარმოიქმნება, მაგრამ მათ სწრაფად გადალახავთ. ბევრი ახალი იდეა დაგებადებათ. გაითვალისწინეთ, რომ დღეს ყველა გეგმის განხორციელება არ ღირს. თქვენ გჭირდებათ ნაბიჯ-ნაბიჯ სიარული და სიმყარე საქმეებში. საღამოს არ არის გამორიცხული შემთხვევითი შეხვედრა ადამიანთან, რომელიც მომავალში დაგეხმარება.

მშვილდოსანი

იღბლიანი დღე გელოდებათ მათ, ვინც მუშაობთ და ძალ-ღონეს არ იშურებს მიზნების განხორციელებისთვის, სამუშაოს სრულყოფისთვის. შესაძლოა მიიღოთ მაცდური შეთავაზება შემოსავლის გაზრდასთან დაკავშირებით. ბევრი სიახლე და შეხვედრა იქნება ზოგან სიტუაცია მოსაწყენი იქნება, მაგრამ გავლენიან ადამიანთან კონტაქტის დამყარების შანსი იმატებს.

თხის რქა

ემოციურად რთული დღეა. ახლო ადამიანებთანაც კი ვერ ხერხდება ურთიერთგაგების მიღწევა. ზოგიერთი წარსულში დარჩენილი საქმე საჭიროებს გადახედვას. მაგრამ არ დაიდარდოთ, საღამოს სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. სასიამოვნო სიურპრიზი ან კარგი ამბავი გელით.

მერწყული

ხუთშაბათი დატვირთული იქნება. მოემზადეთ იმისათვის, რომ დილიდანვე იყოთ აქტიური, მოქნილი და მობილური. სამაგიეროდ, საღამოს შეგიძლიათ დაისვენოთ. სასიამოვნო და თბილი იქნება მეგობრებთან, საყვარელ ადამიანთან შეხვედრა.

თევზები

სახლის მოვლას და მის კეთილმოწყობას უნდა მიაქციოთ ყურადღება. სიმყუდროვისა და კომფორტის გაზრდა შეგიძლიათ ახალი ფარდების ან მაგიდის გადასაფარებლის შეძენით, გადაადგილეთ ავეჯი. სამსახურში ყველაფერი კარგად მიდის, ენერგია და პოზიტიური განწყობა დაგეხმარებათ სირთულეების გადალახვაში.