8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის პირველი დღე დაიწყება 07:21-ზე, მთვარე კუროშია

დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მეტად დაისვენეთ. ცუდია მოგზაურობა, შორ მანძილზე მგზავრობა.ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.

ვერძი

დღეს გარემოებები შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, ამიტომ მოემზადეთ მოულოდნელი პრობლემების გადასალახავად და სწრაფი რეაგირებისთვის. მაგრამ მთლიანობაში, ეს კარგი დღეა ვერძისთვის, შეძლებთ გადაჭრათ აქტუალური საკითხები და იგრძნოთ პოზიტიური ცვლილებები ცხოვრებაში.

კურო

რაც არ უნდა გადაწყვიტოთ, იყავით კრეატიული და დაჟინებული, რომ მიიღოთ სასურველი. გარშემო მყოფები შეამჩნევენ თქვენს ინიციატივებს და უდავოდ დააფასებენ თქვენს შესაძლებლობებს. თავისუფლად გამოავლინეთ ნიჭი.

ტყუპი

შეეცადეთ არ შეეჭიდოთ რთულ ამოცანებს. დღეს გახშირდება კონფლიქტი გარშემო მყოფებთან. ნაცნობი და ყოველდღიური საკითხებიც კი ჩვეულებრივზე მეტ დროს დაიკავებს. გირჩევთ, არ ინერვიულოთ წვრილმანებზე, დახმარებისთვის მიმართოთ ოჯახის წევრებს ან მეგობრებს.

კირჩხიბი

დღე რთული და ემოციურად დაძაბულია. გადადეთ მოგზაურობები. გაფრთხილდით, რომ არსად დაგაგვიანდეთ, არ იჩხუბოთ გარშემო მყოფებთან. უმჯობესია დარჩეთ სახლში ან შეხვდეთ ძველ მეგობრებს.

ლომი

მეტი ყურადღება მიაქციეთ თქვენს ფინანსურ საკითხებს. შეგიძლიათ გადახედოთ თქვენს პერსონალურ ან ოჯახურ ბიუჯეტს, შეამცირეთ ხარჯები. შეამოწმეთ ყველაფერი, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნო შედეგები.

ქალწული

ბევრი ქალწული დღეს იგრძნობთ დაძაბულობას და გაურკვევლობას. უარი თქვით საეჭვო შემოთავაზებებზე, ნუ გარისკავთ ბიზნესში, განსაკუთრებით ფინანსურში. გამოიჩინეთ მეგობრული დამოკიდებულება მათ მიმართაც კი, ვინც არ აღძრავს თქვენში სიმპათიას. პოზიტიური განწყობის შესანარჩუნებლად ჯობია შეზღუდოთ კონტაქტები.

სასწორი

შეამცირეთ საქმიანი აქტივობა და დაიკავეთ დამკვირვებლის პოზიცია. ვარსკვლავები გირჩევენ, არ ჩაერიოთ კამათში. ჯობია ჯანმრთელობას მიაქციოთ ყურადღება, გაატაროთ მეტი დრო სუფთა ჰაერზე. მასაჟი, აღდგენითი და გამაჯანსაღებელი პროცედურები კარგია.

მორიელი

დარჩით თქვენი პრინციპების, პარტნიორების ან მეგობრების ერთგული. არ უნდა ეძებოთ რაიმე ახალი, მოერიდეთ ექსპერიმენტებს თქვენს საქმიანობაში. ამ დღის წარმატებით დასრულების შემდეგ შეძლებთ, გააგრძელებთ მოძრაობა არჩეული მიმართულებით. მოერიდეთ ინტრიგებს ან კონფლიქტებს, რომლებიც არ გეხებათ.

მშვილდოსანი

გაატარეთ დღე აქტიურად, მოაგვარეთ დაგროვილი საკითხები. ნებისმიერი შეთავაზება, რომელსაც დღეს მიიღებთ, გულდასმით უნდა განიხილოთ, არ გარისკოთ და არ მიიღოთ მონაწილეობა საეჭვო აქტივობებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია რეპუტაციის შელახვა ან ფინანსური ზარალი. შესაძლოა თქვენი პირადი ურთიერთობებიც დაზარალდეს.

თხის რქა

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. შეგიძლიათ ჩაერთოთ პრაქტიკულ პროექტებში და განახორციელოთ თქვენი ინოვაციური იდეები. თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ, არ ელოდოთ სწრაფ შედეგებს თქვენი საქმიანობიდან და კიდევ, უმჯობესია, ხვალიდან გააქტიურდეთ.

მერწყული

გაფრთხილდით, დღე ტრავმის რისკი გაზრდილია. უმჯობესია გადადოთ ვიზიტი სახელმწიფო უწყებებში, არ ჩაერთოთ ფინანსურ საკითხებში ან გააკეთოთ დიდი შესყიდვები. გამოყავით დრო საოჯახო ვალდებულებებისთვის, მოაწესრიგეთ საქმეები, დაასუფთავეთ გარემო.

თევზები

დღეს ძალიან მძაფრად გრძნობთ კრიტიკას სხვების მხრიდან; ნებისმიერი მკაცრი სიტყვა ან შენიშვნა გულზე მოგხვდებათ. ეცადეთ, ახლოს იყოთ მათთან, ვისაც მთლიანად ენდობით, ვინც ნებისმიერ სიტუაციაში მხარს დაგიჭერთ. მოერიდეთ ჩხუბს, დაძაბულ სიტუაციებს.