კურო
პირველ რიგში მნიშვნელოვანი საკითხები მოაგვარეთ, როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში. ეცადეთ, ნაკლები ყურადღება მიაქციოთ გარშემო მყოფთა კრიტიკას და მშვიდად აკეთოთ თქვენი საქმე.
ტყუპი
მარტივად მოაგვარებთ პრობლემებს სამართალდამცველებთან. კარგი დღეა ახალი პროექტისთვის პარტნიორების, სპონსორების მოსაძებნად. ეცადეთ, მაქსიმალურად ყურადღებიანი და ზრდილობიანი იყოთ გარშემო მყოფთა მიმართ.
კირჩხიბი
ეცადეთ, დღის განრიგი ისე შეადგინოთ, რომ ნაკლები იმუშაოთ და მეტი დრო დაგრჩეთ გართობისა და ურთიერთობისთვის. შეხვდით მეგობრებს, თანამოაზრეებს, გახალისდით.
ლომი
გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა. შეიძლება ლატარიაში მოიგოთ ან პრემიით დაჯილდოვდეთ. ახალი პროექტების მოგვარებისას მოერიდეთ გარისკვას, დაკვირვებულად და გააზრებულად იმოქმედეთ.
ქალწული
ზედმეტმა ემოციურობამ ხელი არ შეგიშალოთ საქმეების მოგვარებაში. მოერიდეთ კონფლიქტს, ურთიერთობების გარჩევას საქმიან პარტნიორებსა და საყვარელ ადამიანთან.
სასწორი
ნუ აჰყვები გარშემო მყოფებს და ხელის ერთი მოსმით ნუ დაანგრეთ იმას, რასაც ამდენი ხანი ასე გულმოდგინეთ აშენებდით. მაქსიმალურად ყურადღებითა და დაკვირვებულად იმოქმედეთ.
მორიელი
მეტი ყურადღება მიაქციეთ საწინააღმდეგო სქესის ახალგაცნობილს. თუ ეს ერთი ნახვით შეყვარება და სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება არ იქნება. შეიძლება კარგი მეგობარი და თანამოაზრე შეიძინოთ.
მშვილდოსანი
თუ არ გსურთ უხერხულ სიტუაციაში ან გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, დაუკვირდით, რას ლაპარაკობთ და გაარკვიეთ, თქვენი ნათქვამი როგორ ესმით გარშემო მყოფებს.
თხის რქა
ნუ გექნებათ გარშემო მყოფთა იმედი. ეცადეთ, ყველა პრობლემა და საქმე თავად მოაგვაროთ. გარდა ამისა, აკონტროლეთ სიტუაცია, რათა არავინ ჩაგითრიოთ კონფლიქტში.
მერწყული
მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრებისა და ნათესავების მიმართ. სამსახურის საქმეების მიუხედავად, ეცადეთ, დრო საოჯახო საქმეებისთვისაც დაგრჩეთ.
თევზები
ნაკლები ყურადღება მიაქციეთ კრიტიკას. განსაკუთრებით ახლობლების ან იმ ადამიანისას, ვისი სიმპათიის მოპოვებასაც ცდილობდით. მშვიდად გამოასწორეთ შეცდომები და ეცადეთ, არ გაიფუჭოთ ურთიერთობა მათთან.