8 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

8 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 20:20-ზე, მთვარე 18:42-ზე სასწორში გადავა

კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.

ვერძი

არ გაართულოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანებთან. გაფრთხილდით, ალკოჰოლის დალევამ შეიძლება გამოიწვიოს ჩხუბი ნათესავებთან. იყავით პოზიტიური.

კურო

მეგობრებთან შეკრება, გართობის საუკეთესო მიზეზია. ეს დღე კარგია საყვარელ ადამიანთან, ბავშვებთან ერთად გასატარებლად. ხელს უწყობს ფლირტს, ფილმების, პროგრამების ყურებას, წიგნების კითხვას.

ტყუპი

მოერიდეთ ბუნდოვან სიტუაციებს, ჭორაობას, ტყუილს. თუ სტუმრებს ელოდებით, მაშინ გართობა იქნება მშფოთვარე, ემოციური, თუნდაც მხოლოდ ორნი იყოთ. იყავით გააზრებული.

კირჩხიბი

მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით, ის თქვენთვის დღის კარგი თანამოსაუბრე და თანამგზავრი გახდება. მისი მიმზიდველი ენერგია დადებითად იმოქმედებს თქვენზე.

ლომი

საუკეთესო დღეა შოპინგისთვის, საჩუქრების შეძენისთვის. თუ სტუმრებს ელოდებით ყველაფერი კარგად იქნება. დღე ასევე შესაფერისია სპორტისთვის, სეირნობისთვის.

ქალწული

დღე არ არის ხელსაყრელი ნაყოფიერი მუშაობისთვის; ჯობია დაისვენოთ. უფრო შესაფერისია საყვარელ ადამიანთან ან ბავშვებთან ერთად გასართობად წასვლა, კულტურულ ღონისძიებაზე დასწრება.

სასწორი

დილით დასვენება და ვინმესთან საუბარი მოგეწონებათ. ლანჩის დროს ენერგია გაიზრდება და შეგიძლიათ საშინაო საქმეების შესრულება. საღამო შესაფერისია მეგობრებთან, ოჯახთან, საყვარელ ადამიანთან სასიამოვნო შეხვედრებისა და გართობისთვის.

მორიელი

დღეს თუ სადმე დაგპატიჟებენ, უარი არ თქვათ. გამხიარულდით და გააკონტროლეთ თქვენი ემოციური ფონი. იყავით მომართული სიამოვნების მიღებაზე.

მშვილდოსანი

კარგი დღეა მოლაპარაკებებისა და მოგზაურობისთვის. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ. შეიძლება ისინი მოვიდნენ თქვენს სანახავად შინ ან დაგპატიჟონ სადმე გასართობ ადგილას.

თხის რქა

სასიამოვნო იქნება მოგზაურობა, საუბარი ნათესავებთან, მეგობრებთან. საღამოს კარგი იქნებოდა რომელიმე გასართობ დაწესებულებაში წასვლა.

მერწყული

შესაძლოა გარკვეული ცვლილებები მოხდეს მუდმივ პარტნიორთან ურთიერთობაში, სამსახურში. საღამო უფრო შესაფერისია გასართობად, მოგზაურობისთვის, ახალი გამოცდილების მისაღებად.

თევზები

დღეს შეიძლება იყოთ კაპრიზული, ზედმეტად მგრძნობიარე და ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაზე. საღამო კარგია მეგობრებთან და ნათესავებთან გასატარებლად, მხიარულებისთვის.