8 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

8 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

განახორციელეთ ის იდეები, რომლებიც ადრე დაგეგმეთ. სხვა დღისთვის გადადეთ ინტერიერის შეცვლა, ყვავილების გადარგვა. მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას; ნუ მიიღებთ ალკოჰოლს.

ტყუპი

კარგი დღეა ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად. იყავით მეტად დაკვირვებული. მოერიდეთ ახალგაცნობილებს. მათ შეიძლება უსიამოვნება მოგიტანონ პირად ცხოვრებაში.

კირჩხიბი

მოერიდეთ ფულის ფლანგვას, მის საეჭვო საქმიანობაში დაბანდებას. მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების დასრულებას. საყვარელ ადამიანს მეტი თავისუფლება მიანიჭეთ.

ლომი

კარგი დღეა ურთიერთობისა და ახალი ნაცნობობისთვის. მუშაობისას მეტი დაკვირვება გმართებთ დეტალებისადმი. იზრუნეთ ოჯახში ჰარმონიის შექმნაზე.

ქალწული

თავშეკავება გმართებთ ახალგაცნობილებთან; ნუ დათანხმდებით საეჭვო შემოთავაზებებს. განახორციელეთ ადრე დაგეგმილი საქმეები. საღამოს დაისვენეთ ფიზიკურადაც და გონებრივადაც.

სასწორი

კარგი დღეა მგზავრობისთვის, საინტერესო ადამიანებთან შესახვედრად. მეტად გამოავლინეთ ოპტიმიზმი. საღამო პირადი ურთიერთობები მოგვარებას დაუთმეთ.

მორიელი

დილა მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. მოერიდეთ კაპიტალდაბანდებას, მსხვილ საყიდლებს. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი მზრუნველობა გმართებთ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

მშვილდოსანი

მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. მეტი დრო დაუთმეთ ვალდებულებების შესრულებას, დაწყებული საქმეების დასრულებას. გაფრთხილდით, უმნიშვნელო შეკამათებაც კი შეიძლება დიდ სკანდალში გადაიზარდოს.

თხის რქა

აქტიური, შემოქმედებითი დღეა, მაგრამ სირთულეებიც ახლავს. თავშეკავებულად იმოქმედეთ. საეჭვო შემოთავაზებები ყურადღებით განიხილეთ. მოულოდნელმა შეტყობინებამ შეიძლება გეგმები შეგიცვალოთ.

მერწყული

თვითრეალიზაციის საშუალება მოგეცემათ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა ან შეიძლება საჩუქარი მიიღოთ. ზოგიერთი დიდი ხნის უნახავ მეგობარს შეხვდება.

თევზები

ილუზიებში ნუ გადავარდებით, "ღრუბლებში ფრენას" მუშაობა ჯობია. თუმცა, რასაც ხარისხიანად ვერ გააკეთებთ, ხელს ნუ მოკიდებთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას; კარგია დილაობით ვარჯიშია.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით