8 ნოემბერი, მთვარე კირჩხიბშია: კარგია დიპლომატიის დემონსტრირება

8 ნოემბერი, მთვარე კირჩხიბშია: კარგია დიპლომატიის დემონსტრირება

შაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 18:48-ზე, მთვარე კირჩხიბში გადაბრძანდება 19:10-ზე

რეკომენდებულია: ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ.

არ არის რეკომენდებული: შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.

ჯანმრთელობა: აქტიურია მსხვილი ნაწლავი.

კვება: მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები. მიირთვით ბროწეული.

მოგზაურობა: შეგიძლიათ სამოგზაუროდ წასვლა, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ დოკუმენტებთან და ფულთან და არ იყოთ გულწრფელი უცნობებთან.

ურთიერთობები: ეს დღე განქორწინებისთვის უიღბლოდ ითვლება. ცუდია დღეა პაემნებისთვის.

დღის მინერალები: ლაბრადორიტი, მორიონი, ქრიზოლიტი, მწვანე ძოწი.

  • მთვარე კირჩხიბშია

გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ

აქტიური ორგანოები: გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა.

კვება: სასარგებლოა პურის და ფუნთუშების ჭამა (თუ ჭარბი წონისკენ არ გაქვთ მიდრეკილება) და გამოცხობა.

საოჯახო საქმეები: კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კლებადი მთვარის დროს ზედაპირებიდან და სამოსიდან ლაქებს იოლად მოაცილებთ. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.

კოსმეტიკური პროცედურები: არ არის რეკომენდებული თმის შეჭრა, შეღებვა ან მოცილება. კარგია სახის ნიღბების გაკეთება.