ავტორი:

8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 17:29-ზე, მთვარე კუროშია

კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. რაციონიდან გამორიცხეთ რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა; პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.

ვერძი: იყავით მშვიდი, აკონტროლეთ ემოციები. არაფერი ახალი დღეს არ მოიმოქმედოთ.

კურო: მოერიდეთ რთული საქმეების შესრულებას, არავის არაფერს დაპირდეთ.

ტყუპი: საქმიან შეხვედრები დიპლომატიურად წარმართეთ. ნუ დაესწრებით ხმაურიან წვეულებებს.

კირჩხიბი: ემოციური დღეა და ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნო, არ აჰყვეთ ნერვებს, უსიამოვნო ადამიანებს.

ლომი: არაფერი მნიშვნელოვანი დღეს არ შეასრულოთ. დაზოგეთ ენერგია, არ გადაიღალოთ სამსახურში.

ქალწული: დააკვირდით მოვლენებს, გარშემო მყოფებს. ნუ მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებებს.

სასწორი: მშვიდი, ყოველდღური საქმეები შეასრულეთ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

მორიელი: შეძლებისდაგვარად გადადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე. არ გირჩევთ უსიამოვნო ადამიანებთან კომუნიკაციას.

მშვილდოსანი: იყავით ფრთხილად უცხო ადამიანებთან, საეჭვო ვითარებში. არ ჩაერიოთ კამათში.

თხის რქა: დღეს არ გირჩევთ აქტიურობას. უმჯობესია, დრო დაუთმოთ ყოველდღიური საკითხების მოგვარებას.

მერწყული: მშვიდად შეხვდით ცვლილებებს, არ გირჩევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას.

თევზები: შეამცირეთ კონტაქტები და საქმეები. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, სიმშვიდეში ყოფნას.