სექტემბერი (ლათ. September) შემოდგომის პირველი თვეა. მისი სახელწოდება მოდის ლათინური სიტყვიდან septem – შვიდი, გამომდინარე იქიდან, რომ ძველრომაული კალენდრით ასტროლოგიურად სექტემბრის თვე ორ ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს – ქალწულსა და სასწორს. ამ ორ – მიწისა და ჰაერის სტიქიის წარმომადგენელს შორის საერთო, დახვეწილი გემოვნება და ესთეტიკური ხედვის ნიჭია. თუმცა, ქალწულის პრაქტიკულობას ხშირად აკლია სასწორისეული შემოქმედებითი ხედვა, სასწორის მერყევ ბუნებას კი ქალწულისთვის დამახასიათებელი ლოგიკური ანალიზის უნარი. თუ ისე მოხდა, რომ რომელიმე ამ ზოდიაქოს ნიშნის გავლენა მეორეზეც ვრცელდება გარკვეული პლანეტარული განლაგების მიხედვით, ვიღებთ ფრიად შესანიშნავ ასტროლოგიურ "ჰიბრიდს".
8 სექტემბერს დაბადებული ადამიანები ბუნებით უზომოდ მზრუნველები არიან. მათ უყვართ ოჯახის წევრებზე და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა, მოსწონთ სისუფთავის და წესრიგის დამყარება. ზოგადად ყველაფრისთვის და ყველასთვის საკუთარი ადგილის მიჩენა კარგად ეხერხებათ, მაგრამ მათში არის გარკვეული დიქტატორული თვისებები, რომელსაც ისინი უნდა მოერიონ, რათა გაღიზიანება არ გამოიწვიონ იმ ადამიანების თვალში ვისზეც მონდომებით ზრუნავენ.