8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

კვირა, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 13:01-ზე, მთვარე მორიელშია

ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის, შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. გამონახეთ დრო ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.

ვერძი

დღეს მხიარულ განწყობაზე ხართ; დაგეგმეთ უჩვეულო და საინტერესო რამ, გამოავლინეთ თქვენი ფანტაზია. ინტუიცია იძლევა სწორ მინიშნებებს, ამიტომ სწრაფად მიღებული გადაწყვეტილებები ყველაზე სწორი იქნება. უნდა შეინარჩუნოთ პოზიტიური დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ.

კურო

დღის მეორე ნახევარი უფრო წარმატებული იქნება. დილით კი უნდა მოემზადოთ მცირე პრობლემებისა და ვალდებულებებისთვის. ეცადეთ თქვენი უკმაყოფილება საყვარელ ადამიანებზე არ გადაიტანოთ, იყავით უფრო თავშეკავებული. 8 სექტემბრის საღამოს შესაძლოა სასიამოვნო, ნანატრი ამბები მიიღოთ.

ტყუპი

ვარსკვლავები გირჩევენ, იყოთ უფრო მშვიდი და თავაზიანი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან, რათა არ დაიწყოთ ჩხუბი და არ განაწყენოთ ვინმე უხეში სიტყვით. გააკონტროლეთ თქვენი ემოციები, იყავით უფრო ხშირად მარტო და ივარჯიშეთ. კარგი დღეა მომავალი კვირის დაგეგმვისა და ახალ მიზნებზე ფიქრისთვის.

კირჩხიბი

პოზიტიური განწყობა თქვენს ახლობლებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება. უფრო ხშირად დაუკავშირდით მათ, მხარი დაუჭირეთ, იხუმრეთ და გაიღიმეთ. ზოგიერთმა ძველმა საქმემ ან ურთიერთობამ შეიძლება ისევ შეგახსენოთ თავს. გამოიყენეთ თქვენი წინა გამოცდილება და საბოლოოდ დახურეთ ეს საკითხი.

ლომი

თქვენი ქარიზმა და თამამი გადაწყვეტილებები არავის დატოვებს გულგრილს. ვიღაც დაიწყებს თქვენი ქმედებებით აღფრთოვანებას. 8 სექტემბერს გაერთეთ მეგობრებთან ერთად, მოუწყვეთ საკუთარ თავს და ახლობლებს დღესასწაული.

ქალწული

ნუ გაურბიხარ პრობლემებს. კარგი დღეა ყველა უსიამოვნო საკითხის მოსაგვარებლად. ნათესავები ან მეგობრები ნამდვილად დაგაფასებენ. ასევე გამოიჩინეთ მეტი მოთმინება, თუ თქვენი პარტნიორი ცუდ ხასიათზეა.

სასწორი

დღეს ნებისმიერ საკითხში უნდა იყოთ ყურადღებიანი, მეტი დრო დაუთმეთ თქვენს საქმეს. დიდია შეცდომის და არასწორი გადაწყვეტილების მიღების შანსი. შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია მის გამოყენებამდე, ჯობია დამოუკიდებლად იმუშაოთ.

მორიელი

მოუსმინეთ საუბრებს: შეიძლება მოისმინოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს სასარგებლოდ. ამასთან, შეამოწმეთ თქვენი წყაროები, მოითხოვეთ ფაქტებით დადასტურება. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას აირჩიეთ სასიამოვნო თემები.

მშვილდოსანი

კარგი დღეა იმ საქმეების დასასრულებლად, რასაც გადადებული გქონდათ. 8 სექტემბერს მეტად უნდა დაისვენოთ, იმხიარულეთ ოჯახის წევრების გარემოცვაში. მოერიდეთ ნეგატივს კომუნიკაციაში. შეასრულეთ სასიამოვნო საქმე.

თხის რქა

პასუხისმგებლობებით დატვირთული დღე გელით. მკაფიო გეგმა, რესურსებისა და ენერგიის რაციონალური განაწილება დაეხმარება. დროისა და ნერვების დაზოგვის მიზნით, მოერიდეთ უსარგებლო კომუნიკაციას და ნეგატიურ ადამიანებს. საღამოს შეგიძლიათ საყიდლებზე წასვლა და სახლისთვის რაღაცის ყიდვა.

მერწყული

საინტერესო და წარმატებული დღეა. შეხვდებით უჩვეულო ადამიანებს, მიიღებთ სასიამოვნო ემოციებს და ისწავლით რაიმე სასარგებლოს. საღამო პირადი ურთიერთობების გაუმჯობესებას დაუთმეთ. მოაწყვეთ რომანტიკული პაემანი.

თევზები

მოემზადეთ მოულოდნელობისთვის. მოუწევთ გეგმების შეცვლა და თქვენთვის უჩვეულო რამის გაკეთება. გჯეროდეთ საკუთარი თავის, იღბალი თქვენს მხარეს იქნება. გამოავლინეთ ინიციატივა სასიყვარულო ურთიერთობაში, მოუყევით პარტნიორს თქვენი გრძნობების შესახებ.