8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 23:27-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 09:02-დან

ამ დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.

ვერძი

დღე დატვირთული და ნაყოფიერი იქნება. თუ ადრე ადგებით და დილიდანვე ჩადგებით სამუშაო განწყობაზე, გექნებათ დრო ყველა დაგეგმილი დავალების შესასრულებლად. ძლიერმა ემოციებმა ხელი რომ არ შეგიშალოთ, შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და რაციონალურად მიუდგეთ პრობლემებს.

კურო

დილით მსუბუქი, სასიამოვნო კომუნიკაცია დაგეხმარებათ მოემზადოთ აქტიური მუშაობისთვის და აიმაღლოთ განწყობა. ის, რასაც შეფერხებული იყო, დღეს სწრაფად და წარმატებით მოგვარდება. საღამოს კარგია დროის საყვარელ ადამიანებთან ერთად გასატარებლად, საერთო გეგმების განსახილველად, გულწრფელად სასაუბროდ.

ტყუპი

კარგი დღეა, ენერგიის დონე მაღალია და გექნებათ შესაძლებლობა გადაჭრათ ბევრი რთული საკითხი, რომელიც ადრე გადადებული გქონდათ. გაფრთხილებთ, რომ თქვენს გარემოში შეიძლება იყოს შურიანი ადამიანი, რომელიც შეეცდება თქვენს მანიპულირებას. იყავით უფრო ფრთხილად კომუნიკაციაში.

კირჩხიბი

ნუ დაკარგავთ დროს, დღეს ის დღეა, როდესაც შეგიძლიათ ყველაზე რთული ან უსიამოვნო საკითხების წარმატებით მოგვარება. არის შანსი, რომ ახლობლებისგან იმედგაცრუება მიიღოთ და უნდა გადაწყვიტოთ, გააგრძელოთ ეს ურთიერთობა თუ არა. მოერიდეთ ცხარე კამათს.

ლომი

დღეს შეგიძლიათ წინასწარ განსაზღვროთ საქმის შედეგი, რომელზეც მუშაობთ; და ასევე განსაზღვრეთ რომელი კავშირები ან ურთიერთობები უნდა დაასრულოთ. მოერიდეთ აქტიურობას, სანამ არ გექნებათ მკაფიო გეგმა და სრული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხზე.

ქალწული

თქვენ გექნებათ რეალისტური ხედვა საგნებზე და მოვლენებზე და ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება მოულოდნელად გაგიცრუოთ იმედი. იდეები თუ გეგმები, რომლებსაც დიდი ხანია ავითარებთ, მიიპყრობს თანამოაზრეებისა და ავტორიტეტული გავლენიანი ადამიანების ყურადღებას. ისინი გაგიწევენ საჭირო მხარდაჭერას.

სასწორი

დილა გაატარეთ რელაქსაციაში, თანდათან ჩაერთეთ მუშაობის რიტმში. დაიწყეთ მარტივი საქმეებით, რომლებიც სასიამოვნო ემოციებს იწვევს. დღის განმავლობაში რთული და ინტენსიური სამუშაო მოგიწევთ. შეიძლება მოულოდნელი მნიშვნელოვანი ამბები მიიღოთ უცხო ადამიანებისგან, კარგია შეხვედრები და კომუნიკაცია.

მორიელი

დღეს თქვენ ხართ გადამწყვეტი და აქტიური, ადვილად აღწევთ თქვენს მიზნებს. თუმცა, პატივისცემა გამოიჩინეთ სხვისი აზრის მიმართ, იყავით უფრო მეგობრული, წინააღმდეგ შემთხვევაში შეგიძლიათ გაიფუჭოთ ურთიერთობა და შეურაცხყოთ ახლობელი ადამიანი. საინტერესო იქნება ახალი ნაცნობობა: უარს ნუ იტყვით მოსაწვევებსა და საუბრებზე.

მშვილდოსანი

მარტოხელა მშვილდოსანი დღეს შესაძლოა შეხვდეს საინტერესო ადამიანს, რომელსაც დაუმეგობრდება და შეიყვარებს, ამიტომ მეტი ისაუბრეთ უცნობებთან და წადით საზოგადოებრივ ადგილებში. შესაძლოა თქვენს ახლობლებს მხარდაჭერა დასჭირდეთ. შეეცადეთ დაუთმოთ დრო პირადი საჭიროებისთვის. მოუსმინეთ სხვების რჩევებს ან მოსაზრებებს.

თხის რქა

თქვენთვის გაკეთებული შეთავაზებები პერსპექტიული და მომგებიანი იქნება. შეეცადეთ იყოთ უფროსების წინაშე აქტიური, გამოიჩინეთ ინიციატივა, მეტი ისაუბრეთ და შეხვდით ბიზნესპარტნიორებს. ეს პოზიცია დაფასებული იქნება მენეჯმენტის მიერ და გაზრდის დაწინაურების შანსებს.

მერწყული

კარგი დღეა თქვენი გეგმების განხორციელებად ან მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად. კოლეგების დახმარება სასარგებლო იქნება; ნუ მოგერიდებათ მათთვის დახმარების თხოვნა. დღეს აჩქარება საზიანოა: ეცადეთ ყველაფერი აკეთოთ მოზომილად, თქვენთვის მოსახერხებელ რიტმში.

თევზები

დღეს წარმატება გექნებათ, თუ მიზნების მიღწევაში მტკიცე და თანმიმდევრული იქნებით. ნუ დახარჯავთ ძვირფას დროს უსარგებლო საუბრებზე, გაგიჭირდებათ საქმის დასრულება. შეხვედრა სასიამოვნო და სასარგებლო იქნება: შესაძლებელია საინტერესო რომანტიკული შეხვედრა.