8 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

8 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დროა, საქმეები გვერდზე გადადოთ და მთელი ყურადღება ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვას მოანდომოთ. ეწვიეთ სილამაზის სალონს, სპორტდარბაზს. აგრეთვე კარგი დღეა ინტელექტუალური განვითარებისთვისაც.

ტყუპი

მუშაობისას მაქსიმალური ყურადღება და დაკვირვება უნდა გამოავლინოთ. ეცადეთ, უმნიშვნელო ლაფსუსმაც კი არ გაგიფუჭოთ საქმე. გადაამოწმეთ თქვენი და კოლეგების მიერ შესრულებული სამუშაოც.

კირჩხიბი

დღეს სამსახურის საქმეებშიც წარმატება გელით და პირად ცხოვრებაშიც. მთავარია, იცოდეთ რა გსურთ, თორემ კონკურენტებს მარტივად ჩამოიშორებთ.

ლომი

დღის მთავარი საზრუნავი ფინანსები და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილი გახდება. შეეხმიანეთ მეგობრებსა და ნათესავებს და პრობლემის მოგვარება სთხოვეთ.

ქალწული

დღეს გარშემო მყოფები თქვენს მიმართ ზედმეტად კრიტიკულები იქნებიან. ეცადეთ, არავის გამოეპასუხოთ, მაგრამ შენიშვნები გაითვალისწინოთ და მშვიდად განაგრძოთ მუშაობა.

სასწორი

ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც დღეს მიიღებთ, თქვენი მომავალი იქნება დამოკიდებული. ეცადეთ, მაქსიმალურად ყურადღებით იმოქმედოთ და თუ საჭირო გახდება, რჩევა სპეციალისტებსა და გამოცდილ მეგობრებსაც ჰკითხოთ.

მორიელი

კარგი დღეა უცხოელი კოლეგებისგან კონსულტაციის მისაღებად. მათი დახმარებით ახალი პროექტების განხორციელება. აგრეთვე, სასიკეთოა იურისტებთან და სამართალდამცველებთან კონსულტაციები.

მშვილდოსანი

დღის განმავლობაში სამსახურის საქმეებით გადაღლილმა ეცადეთ რამდენიმე წუთი მაინც დაუთმოთ დასვენებას. საღამო კი მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

თხის რქა

კვირის პირველი დღე სასიამოვნო ნაცნობობითა და საქმეებით იქნება დატვირთული. ეცადეთ მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ როგორც შეხვედრებით, ასევე საქმიანობით.

მერწყული

დღეს ნებისმიერ კონფლიქტს მშვიდობიანად მოაგვარებთ. არც ერთმანეთზე განაწყენებული გარშემო მყოფების შერიგება გაგიჭირდებათ. გირჩევთ, სხვების საქმეებს რომ მოაგვარებთ, პირადი ცხოვრებაც მოიწესრიგოთ.

თევზები

დღეს კარგად უნდა გამოიყურებოდეთ და კარგი მოსაუბრეც იყოთ. შეიძლება თქვენთვის უჩვეულო გარემოში მოგიწიოთ ყოფნამ, სადაც საინტერესო ნაცნობებს გაიცნობთ. ეცადეთ, თქვენც საინტერესო იყოთ მათთვის.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით