კურო
ძალიან ადვილია თქვენს ემოციებზე თამაში. განსაკუთრებით მოერიდეთ წყლის სტიქიის ადამიანებთან ურთიერთობას.
ტყუპი
თუ ზედმეტად ამაყი არ იქნებით, ზოგიერთ კონფლიქტს მშვიდობიანადაც მოაგვარებთ.
კირჩხიბი
ნუ დაგეგმავთ მასშტაბურ საქმეებს. გარშემო მყოფები დღეს მოსვენების (არც დასვენების) საშუალებას არ მოგცემენ.
ლომი
დღეს ყველაფერის შეცვლის სურვილი შეგიპყრობთ, მაგრამ ყველაფერს ერთდროულად ვერ შეძლებთ. საქმეები გარშემო მყოფებზეც გადაანაწილეთ.
ქალწული
თუ გგონიათ, რომ გარშემო მყოფები ხელს გიშლიან სასურველის მიღწევაში, არ გაამხილოთ იდეები. მათ მხოლოდ თქვენი წარმატება ახარეთ.
სასწორი
მეგობრები მოწყენის საშუალებას არ მოგცემენ. თუ, რა თქმა უნდა, თავად არ მოისურვებთ ყველასგან დამალვას.
მორიელი
დღეს ისეთ რამეს ნახავთ, შეიტყობთ, რაც სხვებისთვის დაფარულია, მაგრამ ნუ გაამხელთ, თუ ხვდებით, რომ ამით დიდ უსიამოვნებას მოუტანთ გარშემო მყოფებს.
მშვილდოსანი
რაც უფრო კეთილგანწყობილი იქნებით ახლობლების მიმართ, მით მოიგებთ.
თხის რქა
დღე საოჯახო საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი ოჯახის წევრების მიმართ.
მერწყული
ბოლო დროს სამსახურისა და პირადი პრობლემების გამო აღარაფერს აქცევთ ყურადღებას. დღეს ის დღეა, როცა უნდა გამოასწოროთ სიტუაცია.
თევზები
უმჯობესია, მტრებთანაც კი მეგობრული ურთიერთობა დაამყაროთ, ვიდრე, მუდამ გეშინოდეთ მათთან შეხვედრა.