8 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

8 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 09:15-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 17:55-დან

ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.

ვერძი

დღეს მოგიწევთ ბევრი კომუნიკაცია, მონაწილეობა მოლაპარაკებებსა და დისკუსიებში. უფრო დიდი წარმატების მისაღწევად ვარსკვლავები გირჩევენ იყოთ მეტად თავაზიანი, არ მოახდინოთ ზეწოლა თანამოსაუბრეზე. საყვარელ ადამიანებთან ღია საუბარი ხელს შეუწყობს ურთიერთობებში ყველა წინააღმდეგობის მოგვარებას.

კურო

პასუხი მნიშვნელოვან კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ, დღეს მოულოდნელად გამოჩნდება. არ შეგეშინდეთ იმის შეკითხვა, რაც გაინტერესებთ, მოუსმინეთ ინფორმაციას. ზოგიერთი დღეს ვიღაცით ძალიან დაინტერესდება და თუ თქვენი სიმპათიები ორმხრივია, შეეცადეთ დაუახლოვდეთ მას.

ტყუპი

კარგი დღეა, სიტუაციები თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება და მიღებული გადაწყვეტილებები სწორი და ფინანსურად გამართული იქნება. ეცადეთ, ლაპარაკით ყურადღება არ გაიფანტოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ენერგია შესამჩნევად შემცირდება. 8 თებერვალს პირად ურთიერთობებში გამოიჩინეთ ტაქტი და თავაზიანობა.

კირჩხიბი

შესაძლოა დღეს თავი კარგად ვერ იგრძნოთ, მაგრამ ეს თქვენს მუშაობაზე არანაირად არ იმოქმედებს. აირჩიეთ თქვენთვის კომფორტული ტემპი, ხშირად დაისვენეთ და თქვენი მიზნები 8 თებერვალს მიღწეული იქნება. ყურადღებით გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია, რომელსაც მიიღებთ და შეამოწმეთ ფაქტები გამოყენებამდე.

ლომი

დღეს მიიღებთ პასუხებს თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე, ამიტომ ყურადღებით უნდა მოუსმინოთ გარშემო მყოფის საუბრებს. მოიშორეთ იდეები ან ურთიერთობები, რომლებიც ხელს გიშლით. შეიძლება იყოს სიტუაცია, როდესაც უნდა იყოთ აბსოლუტურად გულწრფელი და გააზიაროთ თქვენი პირადი საიდუმლოებებიც კი.

ქალწული

არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები დღევანდელი დღისთვის. სამსახურში მოგიწევთ გაუმკლავდეთ უამრავ საკითხს, რომლის გადადება არ შეიძლება. მაღალი კონცენტრაცია და წვრილმან დეტალებზე ყურადღების მიქცევა დაგეხმარებათ შეცდომების თავიდან აცილებაში.

სასწორი

კომუნიკაცია დაეხმარებათ პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში და სამუშაოს უფრო სწრაფად შესრულებაში. ყურადღებას ნუ გაფანტავთ მრავალრიცხოვან დავალებებზე ან კოლეგებთან საუბარზე, ამიტომ აირჩიეთ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და მიიყვანეთ ლოგიკურ დასასრულამდე.

მორიელი

დილით საკუთარ გეგმაში ცვლილებების შეტანა და სხვა ადამიანების საქმეებზე ფიქრი მოგიწევთ. შეეცადეთ სწრაფად მოაგვაროთ პრობლემა და დაუბრუნდეთ საკუთარ პასუხისმგებლობებს. საყვარელ ადამიანთან ჩხუბის თავიდან ასაცილებლად, იყავით უფრო თავშეკავებული და რბილი, გაეცით კომპლიმენტები.

მშვილდოსანი

დღეს წარმატებული მოლაპარაკებები ან დისკუსიები გექნებათ, თქვენი დარწმუნების ნიჭი მაღალ დონეზეა. არ მოახდინო ზეწოლა ოპონენტებზე, პატივი ეცით სხვა ადამიანების აზრს, თუნდაც ისინი ეწინააღმდეგებოდეს თქვენსას. თქვენთვის გაკეთებული საქმიანი შემოთავაზება ფრთხილად განხილვას მოითხოვს; არ გასცეთ პასუხი დაუფიქრებლად.

თხის რქა

თუ რუტინული საქმეების კეთების სურვილი არ გაქვთ, გამოიყენეთ ინოვაციური მიდგომა და იპოვეთ რაიმე საინტერესო ჩვეულ და მოსაწყენ საქმიანობაში. დღე არ არის შესაფერისი შოპინგისთვის: ახალი შენაძენი სწრაფად გაგიცრუებთ იმედებს. წადით სპორტდარბაზში, დაიწყეთ დილა ვარჯიშით, იზრუნეთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე.

მერწყული

შეგიძლიათ შეინარჩუნოთ კარგი განწყობა მთელი დღის განმავლობაში და გაზარდოთ მოტივაცია საყვარელ ადამიანებთან ხშირი კომუნიკაციით. არ გააკრიტიკოთ სხვები და მოერიდეთ მკაცრი შენიშვნების გაცემას. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან. საღამოს მოაწყვეთ დღესასწაული.

თევზები

8 თებერვალს საბოლოო შედეგისკენ სვლაში ხელს შეგიშლით მცირე უსიამოვნებები, რომლებიც სწრაფად უნდა მოგვარდეს. მშვიდად იყავით დაგვიანებასთან დაკავშირებით და არ დაკარგოთ სიმშვიდე. აკონტროლეთ თქვენი ემოციები, რათა თქვენმა განწყობამ არ იმოქმედოს თქვენს საქმიანობაზე. მაგრამ პირად ურთიერთობებში იყავით უფრო გულწრფელი.