8 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

8 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

რაც უფრო დაკვირვებული და მობილიზებული იქნებით მით ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ. ნუ გადადგამთ დაიფიქრებელ ნაბიჯს. ყურადღება მიაქციეთ კოლეგების შენიშვნებს. თუმცა, პროვოკაციებს ნუ აჰყვებით.

ტყუპი

არ გადაიტვირთოთ, არც ფიზიკურად და არც გონებრივად. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. გაიუმჯობესეთ პირადი ურთიერთობები.

კირჩხიბი

არ ჩაერთოთ კონფლიქტურ სიტუაციაში, აკონტროლეთ ემოციები. მეტი დრო დაუთმეთ ჰობის, იმ საქმეს, რაც სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებთ. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.

ლომი

მეტი დრო დაუთმეთ სარემონტო საქმეებს, საოჯახო ვალდებულებების შესრულებას. შეიძლება განახლდეს სამემკვიდრეო თემა. მოერიდეთ უსიამოვნებას კოლეგებთან.

ქალწული

ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს, საქმიან დოკუმენტებს. ნუ გადადგამთ დაუფიქრებელ ნაბიჯს. ზოგიერთი საჩუქარს მიიღებს. თუმცა, დაფიქრდით, ზოგჯერ უმნიშვნელო საჩუქარიც კი შეიძლება "ძვირი" დაგიჯდეთ.

სასწორი

შეამცირეთ ვალდებულებები, კონტაქტები; ნუ აიღებთ ზედმეტ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. მეტად დაისვენეთ.

მორიელი

იყავით დაკვირვებული, უმნიშვნელო საუბრიდანაც კი შეიძლება საჭირო ინფორმაცია მიიღოთ. ზოგიერთს სარგებლიან საქმიანობას შესთავაზებენ. რომანტიკული ნაცნობობა შეიძლება დაუვიწყარ რომანში გადაიზარდოს.

მშვილდოსანი

გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს. დაკვირვებულად შეასრულეთ ვალდებულებები. გამოასწორეთ წარსულში დაშვებული შეცდომები.

თხის რქა

მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, განსაკუთრებით უფროსთან. საოჯახო საქმეები დამატებით ხარჯს მოითხოვს. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ.

მერწყული

დღეს სწრაფად უნდა გაანალიზოთ სიტუაცია და სწორი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ. ზოგიერთი ახალ სამსახურს, შეკვეთას მიიღებს. მშვიდად და დაკვირვებულად გადალახეთ დაბრკოლებები.

თევზები

საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ, რაც მომავალში გაგიუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას. თუმცა, დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით