9-11 აპრილი - მთვარე კუროშია

9-11 აპრილი - მთვარე კუროშია

აქტიურია მიწის სტიქია

  • მთვარე კუროში გადავა 9 აპრილის 15:26 და დარჩება 11 აპრილის 17:04-მდე
  • კარგი დღეა კოსმეტოლოგთან ჩასაწერად.
  • თავისა და სახის კანის კვებისთვის.
  • თმის შეღებვა.
  • გემრიელობის ჭამით გაგიუმჯობესდებათ განწყობა, სასარგებლოა - თევზი და ზღვის პროდუქტები.
  • კარგია მკვებავი ნიღბების გაკეთება.
  • წარბების კორექცია.
  • პარაფინის პროცედურები.
  • მოერიდეთ ნებისმიერ მანიპულაციას ტუჩებზე, ყელის გაცივებას ან გადატვირთვას (თუნდაც, ხმამაღალი ლაპარაკით) პროცედურებით არ ჩაერიოთ კისრისა და ყელის ზონებში. არ მიიღოთ ცივი სასმელები და საკვები.
  • ნაყოფიერი დღეა. შეგიძლიათ ფორმა მისცეთ მცენარეებს. კარგი დღეა გადარგვისთვისაც. ნიადაგში შეიტანეთ კომპოსტი.
  • მოამზადეთ საოჯახო კონსერვები. კერძები ბოლქვიანი ნაყოფისგან. უხვად მიირთვით მწვანილი.
  • საფუძვლიანად დაალაგეთ სახლი, რთულ, მონოტონურ, ფიზიკურ საქმეებსაც კი ყოჩაღად გაუმკლავდებით.
  • ახალმთვარეობაა და დაიწყეთ ფულის მოგროვება.