მარტის ახალი კვირა ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში ნამდვილ დათბობას მოიტანს. ფინანსურ სფეროში "ყინული დაიძვრება", პირად ცხოვრებაში კი კვლავ მზიანი ამინდები დაისადგურებს.
კვირის მთავარი ასტროლოგიური მოვლენები
კვირა მერკურისა და იუპიტერის ჰარმონიული ტრიგონით იწყება, რაც ბევრს დაეხმარება საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდეს. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდია ტყუპების, ქალწულის, მშვილდოსნის, თევზებისა და კირჩხიბისთვის. მ ორიელები, თხის რქები და მერწყულები ოპტიმიზმის მოზღვავებას იგრძნობენ, ხოლო კუროები და სასწორები მცირე, სასიამოვნო დასვენებას შეძლებენ. ვერძები და ლომები კი განსაკუთრებით პროდუქტიულები იქნებიან სწავლასა და უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტში.
სამშაბათს ვენერასა და პლუტონის სექსტილი სასიყვარულო სფეროში პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს. სასწორებს, კუროებსა და თევზებს პირადი ცხოვრების მოწყობის შანსი ეძლევათ, მათ შორის - ხელის თხოვნის მოლოდინიც შეიძლება გქონდეთ.
11 მარტიდან იუპიტერი რეტროგრადულ მოძრაობას ასრულებს და პირდაპირ ფაზაში გადადის. ეს კონფლიქტების მოგვარების, დავების დასრულებისა და ნიჭის რეალიზების დროა.
კვირა მერკურისა და მარსის რთული შეერთებით სრულდება. კვირა დღეს მოსალოდნელია გაღიზიანება და თავის ტკივილი. ვერძები, თხის რქები და მორიელები მეტად ფრთხილად უნდა იყვნენ სიტყვებთან, რომ ვინმე არ აწყენინონ.
ზოდიაქოს ნიშნები
ვერძი: კვირა წარმატებული იქნება, თუ დიპლომატიას გამოიჩენთ. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენები გელით, მატერიალური კუთხით კი - შემოსავლების ზრდის პერსპექტივა. შაბათ-კვირას მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას.
კურო: ბევრ სარგებელს მიიღებთ, თუ სიზარმაცეს დაძლევთ. შეძლებთ პროფესიული საკითხების მოგვარებას და ფინანსების გაუმჯობესებას. უქმეებზე ახლობლებისგან სიურპრიზებს ელოდეთ.
ტყუპები: ყურადღებით მოეკიდეთ ინფორმაციას. კვირის პირველ ნახევარში ძველი კონფლიქტების მოგვარების შანსი მოგეცემათ. შესაძლოა, გამოჩნდეს სამსახურის შეცვლის ან შემოსავლის ზრდის ახალი წყარო.
კირჩხიბი: ამაღლებული განწყობა გექნებათ. ის საქმეები, რომლებიც ადრე დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, ახლა მარტივად მოგვარდება. განსაკუთრებული წარმატება ელით მათ, ვინც ბიზნესით ან საგანმანათლებლო საქმიანობითაა დაკავებული.
ლომი: კარიერული წინსვლისა და პოპულარობის დროა. მარტოხელა ლომებს თავბრუდამხვევი რომანის დაწყების შანსი აქვთ. მოულოდნელი ფულადი ჩარიცხვები კი შოპინგისთვის განგაწყობთ.
ქალწული: როგორც იქნა, ადგილიდან დაიძვრება დიდი ხნით გადადებული პროფესიული საქმეები. პირად ურთიერთობებში მეტი კონკრეტიკა შემოვა და სამომავლო გეგმების დასახვას დაიწყებთ.
სასწორი: ახალი პროექტების შემოთავაზებებს ელოდეთ. წარმატებული იქნებით სწავლასა და კომერციაში. პარტნიორთან ურთიერთობა გაუმჯობესდება, ხოლო მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა გელით საერთო ჰობის ნიადაგზე.
მორიელი: ენერგიული კვირაა ძველი პრობლემების მოსაგვარებლად. საპირისპირო სქესის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას უქმეებზე, არსებობს გაციების რისკი.
მშვილდოსანი: ახალი პერსპექტივები გადაგეშლებათ. კვირა განსაკუთრებით შთამაგონებელი იქნება შემოქმედებითი ადამიანებისთვის. სასიყვარულო სფერო საჩუქრებითა და ახალი თაყვანისმცემლებით გაგახარებთ.
თხის რქა: დროა შეაჯამოთ შუალედური შედეგები. კვირის შუა პერიოდში შესაძლოა სამუშაო მივლინება დაგჭირდეთ. შაბათ-კვირა კი სჯობს სახლში, მშვიდ გარემოში გაატაროთ.
მერწყული: შესაძლოა მიიღოთ საინტერესო შემოთავაზება ახალ თანამდებობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით შეიძლება არ მოგეწონოთ, პერსპექტივაში ეს თქვენს ფინანსებს გააუმჯობესებს. მოერიდეთ საჭესთან ჯდომას უქმეებზე.
თევზები: თქვენი შთაგონების წყარო სიყვარული გახდება. თავს მომხიბვლელად და სექსუალურად იგრძნობთ. შესაძლოა აქტუალური გახდეს მემკვიდრეობის, დაზღვევის ან კრედიტების საკითხი. კვირას ყურადღება მიაქციეთ წნევას.