9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 23:41-ზე, მთვარე 17:09-ზე ეწვევა ტყუპს

ამ დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი.

ვერძი

საქმეების მოგვარებისას აჩქარება უნდა დაივიწყოთ. მით უმეტეს, თუ შედეგი დამოკიდებულია არა მხოლოდ თქვენზე, არამედ სხვებზეც. ზედმეტმა ზეწოლამ შეიძლება პროცესის კიდევ უფრო გაჭიანურდება გამოიწვიოს.

კურო

გამოიყენეთ ეს დღე მომაბეზრებელი საქმეების დასასრულებლად; იყავით დაკვირვებული დეტალებზე. არაფერი გადადოთ მომავლისთვის. საღამოს შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს.

ტყუპი

დილა დაუთმეთ საქმიან შეხვედრებს, მოლაპარაკებებს. თუმცა, არ გირჩევთ დაპირებების გაცემას. მეტი დრო დაუთმეთ თვითგანვითარებას. მოგინდებათ სხვადასხვა სასწავლო კურსზე დასწრება.

კირჩხიბი

დადგა მომენტი, როდესაც აუცილებელია სიტყვებიდან, ოცნებებიდან და მსჯელობიდან აქტიურ ქმედებებზე გადასვლა. თუ ახლა არ გადადგამთ ნაბიჯს მიზნისკენ, ის მიუღწეველი დარჩება. თქვენ უკვე საკმარისად მზად ხართ განახორციელოთ თქვენი იდეები.

ლომი

დღეს საკითხების უმეტესობა დიპლომატიურად უნდა გადაწყდეს. ნუ დაზოგავთ კომპლიმენტებს თანამოსაუბრის საამებლადაც კი. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

ქალწული

დღეს უფრო ფრთხილად უნდა იყოთ სხვების განხილვისას, განსაკუთრებით ზურგს უკან. აუდიტორიას შეუძლია თქვენი სიტყვები თავდაყირა და სრულიად სხვა კუთხით მიაწოდოს იმ ადამიანს, რომელზეც საუბრობდით.

სასწორი

შესანიშნავი დღეა ძველ მეგობრებთან შესახვედრად, ნათესავების მოსანახულებლად ან რესტორანში წასასვლელად. მთავარია, ალკოჰოლს არ მიეტანოთ.

მორიელი

ენერგიული და აქტიური ხართ და იღბალი ყველა საქმიანობაში გელით. დღეს მხოლოდ საკუთარ მიზნებს კი არ განახორციელებთ, არამედ დაეხმარებით სხვებს პრობლემების გადაჭრაში, რაც დაგეხმარებათ აიმაღლოთ თქვენი რეპუტაცია სხვების თვალში.

მშვილდოსანი

ფინანსური ზარალის რისკი კვლავ ძალიან მაღალია. აგრეთვე, უფრთხილდით თაღლითებს. გამონახეთ დრო საინტერესო ადამიანებთან შესახვედრად; თვალსაწიერის გასაფართოებლად.

თხის რქა

დღე დაძაბული და სტრესული იქნება. გაიზრდება სხვებთან კონფლიქტის რისკი. ეცადეთ, დაძაბული სიტუაცია განმუხტოთ კარგი ხუმრობით. საღამო დაუთმეთ საინტერესო ინფორმაციის მოძიებას.

მერწყული

დღეს მოიკრიბეთ გამბედაობა და თქვით ის, რასაც დიდი ხანია გეგმავთ, არაფრის დამალვისა და შელამაზების გარეშე. საღამო გაატარეთ თანამოზარეების გარემოცვაში. შეძლებთ ახალი იდეების განხილვას.

თევზები

კარგი დღე სასაუბროდ. მომხიბვლელი და მხიარული ხართ და შეგიძლიათ მარტივად გახდეთ ნებისმიერი კომპანიის სული და მოიპოვოთ სხვების კეთილგანწყობა. თუმცა, თავი შეიკავეთ ამპარტავნებისგან.