9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

კარგი დღეა ოჯახთან ერთად დასვენებისთვის. საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ. აკეთეთ ის საქმე, რაც სიამოვნებას განიჭებთ. მაგალითად, ყვავილების დარგვა, კერძების მომზადება.

ტყუპი

ნუ გაჭირვეულდებით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. იზრუნეთ ბინის, საკუთარი ოთახის მოწყობაზე.

კირჩხიბი

მგზავრობისას სასიამოვნო ადამიანების გაცნობა და მხიარულება გელით. შეეხმიანეთ ნათესავებს, მეზობლებს. ზოგიერთს სარფიანი გარიგება ელის (მაგალითად, მანქანის ყიდვა-გაყიდვა).

ლომი

საქმეები მეტ ყურადღებას ითხოვს, განსაკუთრებით, ფინანსური საკითხები. ლამაზი, საოჯახო ნივთების შეძენა მოგინდებათ. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავზე ზრუნვას.

ქალწული

ხშირად გაიღიმეთ და იყავით პოზიტიური გარშემო მყოფების მიმართ. ზოგიერთი იმიჯის, გარდერობის განახლებაზე დაფიქრდება.

სასწორი

მეტად იზრუნეთ საკუთარ თავზე, გამოიძინეთ. თუ აუცილებლობა არაა, ნუ გახვალთ შინიდან, ნაკლებად იკონტაქტეთ თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთან.

მორიელი

ყველა საქმის შესრულება თქვენ დაგევალებათ, მაგრამ დიქტატორად ნუ გადაიქცევით. ენდეთ მხოლოდ გამოცდილ მეგობრებს და კოლეგებს. რომანტიკული ურთიერთობა გელით უცხოელთან, ან საქმიან პარტნიორთან.

მშვილდოსანი

კარგი დღე ელით მომსახურების სფეროში მომუშავეებს. განსაკუთრებით თქვენი საქმიანობა ესთეტიკასთან, ცხოველებთანაა კავშირში. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი მზრუნველობა გამრთებთ.

თხის რქა

დღეს მეტად თავდაჯერებული ხართ. ყველა ვალდებულებას მარტივად გაართმევთ თავს. მოერიდეთ დაპირისპირებას ოჯახის წევრებთან. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უცხოელ კოლეგებთან.

მერწყული

ის, რაც სხვებს მოსწონს, თქვენში შეიძლება უსიამონებას იწვევდეს. მაგრამ მეტი დიპლომატიურობა და ღიმილი გმართებთ. კარგად გამოგივათ რთული საქმეების შესრულება, ჭირვეულ კლიენტებთან მუშაობა. ტკივილსაც კი (მაგალითად, კოსმეტიკური) მშვიდად გაუძლებთ.

თევზები

დღეს მეტად უნდა გამოავლინოთ სიბრძნე და დიპლომატიურობა. მეტად დაუთმეთ, ვიდრე იკამათოთ. ნუ დაუგდებთ რჩევებს ყურს, უმჯობესია, საქმით დაგეხმარონ. კარგი დღეა საქმიანი გარიგებებისთვის.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით