9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია

მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. პასიურად დაისვენეთ, არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობა. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გამძაფრებულია ემოციები და გრძნობები. მოერიდეთ რისხვის, ეჭვიანობის გამოვლენას.

ვერძი

დღე შესაფერისია იმისთვის, რომ აიღოთ ინიციატივა საკუთარ ხელში და აჩვენოთ სხვებს, რისი უნარიც გაქვთ. საღამო გაატარეთ მეგობრების, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. იმხიარულეთ და არც სხვები მოაწყინოთ.

კურო

თქვენ წარმატებას მიაღწევთ, ამაში გეხმარებათ ორგანიზებულობა და თვითდისციპლინა. მიიღებთ საინტერესო საქმიან შემოთავაზებებს. შესაძლებელია კარგი ამბები მიიღოთ თქვენი ოჯახის წევრებთან დაკავშირებით. შესანიშნავი დღეა მეგობრებთან სასაუბროდ.

ტყუპი

ხელსაყრელი დღეა სამუშაო და კომერციული საქმიანობისთვის. ეფექტურია ახალი მეთოდები, მათ შორის ექსპერიმენტული. შესაძლებელია წარმატებული ძვირად ღირებული შენაძენები, მომგებიანი ინვესტიციები.

კირჩხიბი

კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განხორციელებისთვის. ადვილად პოულობთ საერთო ენას მათთან, ვისთანაც გსურთ ურთიერთობა. ამ დღეს შეიძლება განვითარდეს როგორც პროფესიული, ასევე რომანტიული ურთიერთობები უცხოელთან.

ლომი

ეს დღე ბევრ საინტერესო შეხვედრას გვპირდება. დღეს განსაკუთრებით მომხიბვლელი ხართ, გაიზრდება ინტერესი საპირისპირო სქესისგან. ფული უმჯობესია არ დაზოგოთ საყვარელი ადამიანების საჩუქრებისთვის.

ქალწული

დღევანდელ დღეს მოაქვს სიხარული და აღფრთოვანება, ოპტიმიზმი. საქმეები, რაც უნდა გააკეთოთ, მრავალფეროვანია, ასე რომ არ მოიწყენთ. დააკვირდით ადამიანებს, რომლებიც დღეს გამოჩნდებიან თქვენს ცხოვრებაში. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი.

სასწორი

საინტერესო დღე გელოდებათ. ხართ კონსტრუქციული და ნაყოფიერი დისკუსიების ინიციატორი, იყენებთ ყველა შესაძლებლობას თქვენი აზრის გამოსახატავად. ჩნდებიან ახალი მოკავშირეები, რისი წყალობითაც შესაძლებელი ხდება ზოგიერთი რთული ბიზნესსაკითხის გადაწყვეტა.

მორიელი

ენერგიით სავსე ხართ, რაც ხელს უწყობს იმ ამოცანების გადაჭრას, რომლებიც დღეს თქვენ წინაშე დგას. შეგიძლიათ შეცვალოთ ურთიერთობა სხვებთან, გახადოთ ისინი უფრო კომფორტული, მოიპოვოთ მეტი პატივისცემა. კარგი დღეა რომანტიკული ურთიერთობის დასაწყებად.

მშვილდოსანი

დღეს ჩვეულებრივზე მეტი საქმე და საზრუნავი გექნებათ, ამიტომ ორგანიზებული და სერიოზული უნდა იყოთ. საქმეების განხილვა შეიძლება იყოს საინტერესო, მაგრამ ძნელად ნაყოფიერი. უარს ნუ ეტყვით დახმარებაზე მათ, ვინც ამას გთხოვთ.

თხის რქა

თქვენ შეძლებთ წარმატებით განახორციელოთ თქვენი დიდი ხნის გეგმები. ნებისმიერი შეხვედრა და დისკუსია ნაყოფიერია. შესაძლებელია ხელშეკრულებების გაფორმება, რომელიც მოგცემთ საშუალებას მიიღოთ მნიშვნელოვანი მოგება. დღე შესაფერისია ოჯახის წევრების გარემოცვაში დასვენებისთვის.

მერწყული

უნდა იყოთ მშვიდი და თავშეკავებული, დღეს გელოდებათ შეხვედრები ემოციურ ადამიანებთან; თქვენი სიმშვიდე, დაგეხმარებათ არა მხოლოდ კონფლიქტის თავიდან აცილებაში, არამედ კომპრომისის მიღწევაში. ეს არის შესაფერისი დღე რომანტიკული ურთიერთობის დასაწყებად.

თევზები

უფრო მეტად ხართ დაკავებული სხვისი საქმეებით, ვიდრე საკუთარით, მაგრამ ეს არც ისე ცუდია. გაჩნდება შესაძლებლობა დაეხმაროთ სხვებს ან მისცეთ კარგი რჩევა რთულ ვითარებაში მყოფ ადამიანს. მიდრეკილი ხართ თამამი, პროვოკაციული ქცევისკენ და უარს ნუ ამბობთ თამამ ექსპერიმენტებზე.