სამშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 06:47-ზე, მთვარე 15:26-ზე ესტუმრება კუროს
კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე.
ვერძი
გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, განსაკუთრებით საჭმლის მომნელებელ სისტემას. დღეს სხვების გაგების უნარი გაცილებით ძლიერი იქნება. ამან შეიძლება დაგაფიქროთ მიზანზე და იმაზე, თუ როგორ მიდის თქვენი ცხოვრება. მიეცით საკუთარ თავს დრო, რომ დაფიქრდეთ, ნუ მოქმედებთ იმპულსურად.
კურო
თქვენი მუშაობის მოტივაცია გაიზრდება. მაგრამ ფრთხილად იყავით, რომ არ დაიტვირთოთ. იკვებეთ სწორად და არ დაგავიწყდეთ დასვენება. მეგობრებს სურთ თქვენთან დროის გატარება, ასე რომ არ უარყოთ ისინი. ეს უნდა იყოს გასეირნება ან საუბარი ფინჯან ყავასთან ერთად, თეატრში ან კინოში ვიზიტი.
ტყუპი
9 აპრილს ბევრს იმუშავებთ, დრო არ გექნებათ გატაცებებისა და მეგობრებისთვის. მარტოდ გატარებული დრო მოგცემთ შესაძლებლობას, გაერკვეთ თქვენს გრძნობებში, არავის მისცეთ უფლება ჩაერიოს თქვენს ცხოვრებაში კარგი იქნება გარკვეული დროის გატარება ბუნებაში.
კირჩხიბი
დღეს არ შეგეშინდებათ იმის თქმა, რა მოგწონთ და რა - არა, ამის წყალობით გარშემო მყოფები დაიწყებენ თქვენს თანასწორად აღქმას. შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი შემოქმედებითი ნიჭი და განახორციელოთ ახალი იდეები. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების ჩატარება სახლის დეკორით ან თქვენი ტანსაცმლის სტილით.
ლომი
გექნებათ რამდენიმე შესანიშნავი იდეა, რომელთა განხორციელებაც გსურთ. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ რაღაცის გაღება მოგიწევთ. ამიტომ, სანამ რაიმეს დაიწყებთ, რაციონალურად უნდა იფიქროთ და აწონ-დაწონოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები. თქვენს ახლობლებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. უარი თქვით სხვების კრიტიკაზე.
ქალწული
დღე თქვენში გაიღვიძებს დიდების მიღწევის მოთხოვნილებას. თუ ვინმე გეწინააღმდეგებათ, შესაძლოა უაზრო კონფლიქტებში ჩაერთოთ. დარწმუნების უნარი იქნება თქვენი ძალა, განსაკუთრებით სამსახურში; მაგრამ არ გადააჭარბოთ, ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს სამუშაო ურთიერთობაზე.
სასწორი
დღეს სამსახურებრივი მოვალეობებით იქნებით გადატვირთული. უფროსისგან ბევრ დავალებას მიიღებთ. შესაძლებელია თავის ტკივილი დაგეწყოთ, რომელიც არ უნდა უგულებელყოთ. ეს იმის ნიშანია, რომ უნდა შეანელოთ ტემპი და მეტად დაისვენოთ.
მორიელი
9 აპრილს კომუნიკაცია და მოლაპარაკებები თქვენი ძლიერი მხარე იქნება. ამას ძირითადად სამსახურში გამოიყენებთ, სადაც შეგიძლიათ იყოთ წარმატებული. მაგრამ არ დაუშვათ, რომ წარმატება თავში აგივარდეთ. ამან შეიძლება თქვენი კოლეგები გაანაწყენოს და ისინი მტრებად გაიხადოთ. ეს დღე ასევე იდეალურია პარტნიორთან ურთიერთობის გასაღრმავებლად.
მშვილდოსანი
დღე შინაგან ძალასა და წონასწორობას მოგიტანთ. ნუ განაწყენდებით ახლობლების უაზრო ქმედებაზე. მეორე მხრივ, თქვენ მოიპოვებთ საკუთარი თავის რწმენას და მიხვდებით, რომ უნდა აპატიოთ ადამიანს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმედგაცრუებაში ჩაიძირებით.
თხის რქა
დღეს გამოავლენთ საოცარი კომუნიკაციის უნარს და თანაგრძნობას. ბევრი მეგობარი თავს შესანიშნავად იგრძნობს თქვენ გვერდით და შეიძლება რჩევებიც გკითხონ. თუმცა, ნუ მისცემთ უფლებას სხვებს პრეტენზიები და პრობლემები შეგიქმნათ. იფიქრეთ საკუთარ თავზე და დაისვენეთ როგორც გონებრივად, ასევე სხეულით.
მერწყული
გარკვეული დრო და ენერგია დაუთმეთ თქვენს პარტნიორს. თუ შესაძლებელია, წადით ერთად სადმე, სადაც შეგიძლიათ სრულად დატკბეთ ერთმანეთით. შეგიძლიათ გაატაროთ რომანტიკული დრო სახლში, სანთლის შუქზე. გაიხალისეთ თქვენი სასიყვარულო ცხოვრება.
თევზები
ეს დღე უნდა გამოიყენოთ თქვენი ამოცანების, პრიორიტეტების დასახვისთვის და დაისვენოთ. დასვენების საუკეთესო საშუალებაა სეირნობა ან წიგნების კითხვა. არ არის საუკეთესო დღე რომანტიკისთვის ან მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაჭრელად. ამის არც სურვილი გექნებათ და არც ენერგია. კარგია შემოქმედებითი იდეების განხორციელება.