პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 17:12-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 11:50
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. კარგია ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.
ვერძი
ძალებითა და ენერგიით სავსე ხართ და დღეს ურთულესი საკითხების მოგვარებას შეძლებთ. შეგიძლიათ აიღოთ ახალი რთული საქმეები და პროექტები. შეეცადეთ არ მოიშალოთ ნერვები, შეინარჩუნეთ მშვიდი დამოკიდებულება. სახლის დალაგება გაგამხიარულებთ.
კურო
ცხოვრებაში რაღაცის შეცვლის სურვილს განსაკუთრებული სიძლიერით იგრძნობთ. თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ სახლში გადაკეთება. გააფორმეთ ოთახი საახალწლო არდადეგებისთვის: ეს ასევე შეგიცვლით განწყობას უკეთესობისკენ. პირადი ურთიერთობებიც საჭიროებს გადატვირთვას.
ტყუპი
კარგი დღეა იმ რთული საქმის დასაწყებად, რომლებსაც გამუდმებით გადადებდით ხოლმე. დღეს, გამძლეობისა და მოთმინების გამოვლენით, თქვენ შეძლებთ სირთულეების გადალახვას, რაც მომავალში მნიშვნელოვან წარმატებას მოგიტანთს. იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე, არ დაიღალოთ.
კირჩხიბი
სახლში და სამსახურში დასუფთავების სურვილი გაგიჩნდებათ. პირად ურთიერთობებში არ მოახდინო ზეწოლა პარტნიორზე; აკონტროლეთ თქვენი სურვილები. შეწყვიტეთ წვრილმანებზე ნერვიულობა.
ლომი
ხელსაყრელი დღეა საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად და საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციისთვის. კარგი განწყობის შესანარჩუნებლად ნუ ეკამათებით სხვებს. შეიძლება სიზარმაცის შეტევები გაგიმძაფრდეთ, რომლებიც უნდა დაძლიოთ.
ქალწული
გუნდში მუშაობა კარგ შედეგს არ მოიტანს. ჯობს, დღეს მარტომ იმუშაოთ და შეეცადეთ საქმეები ვადაში დაასრულოთ. ყურადღებას ნუ მიაქცევთ წვრილმან გაღიზიანებას, იფიქრეთ მთავარზე და წარმატებას მიაღწევთ.
სასწორი
მღელვარება და სტრესული სიტუაციები მთელი დღის განმავლობაშია მოსალოდნელი. შეზღუდეთ კომუნიკაცია, შეეცადეთ კონცენტრირება მოახდინოთ ერთ საკითხზე. ენერგიის ნაკლებობა მნიშვნელოვნად შეამცირებს თქვენს პროდუქტიულობას.
მორიელი
დაღლილობა და სუსტი იმუნიტეტი თავს შეგახსენებთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, გამოიძინეთ. შეიცვალეთ ჭამის რეჟიმი. მიირთვით ვიტამინები და ძალას მალევე აღიდგენთ.
მშვილდოსანი
თქვენი ოცნებები და გეგმები ახდენას დაიწყებს. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან და თუ ყველაფერს თანმიმდევრულად და საფუძვლიანად გააკეთებთ, შედეგი შესანიშნავი იქნება. იყავით კომუნიკაბელური, დაამაყრეთ სასარგებლო კავშირები.
თხის რქა
აჩვენეთ თქვენი გულუხვობა სამყაროს. დაეხმარეთ ახლობელ ადამიანებს ფინანსურად და მორალურად, გაეცით პრაქტიკული რჩევები. თუმცა, ნუ იქნებით ჯიუტი ან ძალიან პირდაპირი. კამათმა და დაპირისპირებამ შეიძლება გაანადგუროს თქვენი კარიერა.
მერწყული
თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა გსურთ გააკეთოთ დღეს. შეგიძლიათ მთელი დღე ტელევიზორის წინ, დასვენებაში გაატაროთ ან სამსახურში საქმის კეთებაში. იფიქრეთ იმაზე, გჭირდებათ დასვენების დღე თუ კარიერა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
თევზები
რთული ემოციური დღეა, თავის შეკავება გმართებთ, რათა სკანდალი არ გამოიწვიოთ. უმჯობესია შეზღუდოთ კომუნიკაცია, მარტომ იმუშაოთ, დაისვენოთ ან სახლი დაალაგოთ. ეს დაგეხმარებათ დაისვენოთ და დამშვიდდეთ. შეეცადეთ გააკონტროლოთ თქვენი გრძნობები.