კურო
დღე პრაქტიკულ საქმეებს დაუთმეთ. კარგი დღეა სახლში სიმყუდროვის შესაქმნელად. შემოქმედებითი საქმიანობისთვის. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანების მიმართ. მოერიდეთ ფულის ხარჯვას.
ტყუპი
მოერიდეთ გარშემო მყოფთა კონტროლს და მათზე ზეგავლენას. მოერიდეთ დაძაბულობას ურთიერთობაში. თავი შეიკავეთ კონფლიქტისგან. საღამოს ისეთი საქმიანობით დაკავდით, რაც ემოციებისგან დაცლაში დაგეხმარებათ.
კირჩხიბი
თუ წინა დღეებში გადაიღალეთ, არ გაგიკვირდეთ, რომ დღეს სათანადოდ ვერ შეძლოთ მუშაობა. მეტად დაისვენეთ. დრო საყვარელ საქმიანობას მიუძღვენით. საღამოს კარგია კითხვა, სეირნობა, გემრიელი კერძების დაგემოვნება.
ლომი
გარშემო მყოფების მიმართ ზედმეტად პრეტენზიული ნუ იქნებით. ფრთხილად იყავით, ავარიული დღეა. ხშირად დაისვენეთ; დაიხმარეთ ახლობლები. შეხვედრებზე შეძლებთ ერუდიციის, კრეატიულობის გამომჟღავნებას.
ქალწული
ერთი და მნიშვნელოვანი საქმე შეასრულოთ. მოერიდეთ ხელშეკრულებების გაფორმებას; ახალი პროექტების დაწყებას. მთვარე კუროშია, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგი მასპინძლობა უნდა გაუძიოთ კოლეგებს, მეგობრებს. სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის დათბობას ჯერ ნუ ელით.
სასწორი
კოლეგებთან ერთად განიხილეთ ახალი პროექტები. წარმატების მისაღწევად მეტად მობილიზებულად უნდა იმუშაოთ. კარგი დღეა საყიდლებისთვის, მაგრამ ნაკლებად გამოსადეგ ნივთებზე ფულს ნუ დახარჯავთ. დღის მანძილზე ივარჯიშეთ.
მორიელი
კარგი დღეა სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ავეჯის გადასაადგილებლად, საკუთარი კუთხის მოსაწყობად. არავის გამოაყენებინოთ თავი, ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს. კონკრეტული არაფერი დაგეგმოთ, რადგან დღის განმავლობაში გეგმებში ცვილებებია მოსალოდნელი.
მშვილდოსანი
შეიძლება ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც დაგეგმეთ; ჩაფიქრებული გქონდათ. ნუ აჩქარდებით, უკეთეს პერიოდს დაელოდეთ. აკონტროლეთ სიტუაცია. ურთიერთობაში (ნებისმიერ ადამიანთან) დაიცავით "ოქროს შუალედი". საღამოს ისეთ ადამიანებს შეეხმიანეთ, ვინც განწყობას გაგიუმჯობესებთ. გემრიელი კერძი სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.
თხის რქა
არ გადაიტვირთოთ თავი ზედმეტი საქმეებით. სამუშაო ყველაზე გადაანაწილეთ და მერე შეამოწმეთ სხვების შესრულებული. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხების მოგვარებას. გაერიდეთ რთულ, უსიამოვნო ხალხსა და სიტუაციებს.
მერწყული
სამუშაოს ან მოგიმატებენ, ან შეგიცვლიან. ამიტომ, ყურადღებით უნდა იყოთ. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან; განსაკუთრებით საყვარელ ადამიანთან. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.
თევზები
ყველა ახალი საკითხი ახლობლებთან ერთად განიხილეთ. კარგი დღეა გავლენიან პირებთან ურთიერთობის დასარეგულირებლად, სპონსორების მოსაძიებლად. მთავარია, დააინტერესოთ თქვენი საქმიანობით. არ დაივიწყოთ საოჯახო საქმეების შესრულება.