კურო
კარგი დღეა ბიზნესსა და ფინანსურ საკითხებში წარმატების მიღწევისთვის. აგრეთვე ახალი საქმეების დასაწყებად. იმიჯის შესაცვლელადაც.
ტყუპი
მოერიდეთ კონფლიქტს ოჯახის წევრებთან. თუ გარშემო მყოფებთან პრეტენზიები დაგიგროვდათ, ეცადეთ, მოთხოვნები დიპლომატიურად წამოაყენოთ.
კირჩხიბი
კარგი დღეა გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. მთავარია, პირველი ნაბიჯი თავად გადადგათ. არ გაგიჭირდებათ ახალი საქმეების, პროექტების დაწყება.
ლომი
ახალი საქმის დაწყებამდე კარგად შეარჩიეთ პარტნიორი, რათა ერთად გაუმკლავდეთ კონკურენტებს. ეცადეთ, ოჯახის წევრების მიმართ მეტად ყურადღებიანი და მზრუნველი იყოთ.
ქალწული
არ მიაქციოთ ყურადღება გარშემო მყოფებს; მოერიდეთ ადამიანებს, რომლებსაც თქვენი მოცდენა განუზრახავთ. აკეთეთ თქვენი საქმე, იბრძოლეთ მიზნის მისაღწევად, ოცნების რეალიზებისთვის.
სასწორი
კარგი დღეა საყიდლებისთვის, მაგრამ რეკლამის მსხვერპლი რომ არ გახდეთ, გაეცანით ეტიკეტს, რჩევა ჰკითხეთ პროფესიონალებს.
მორიელი
მეტი ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანს. დაეხმარეთ პრობლემების მოგვარებაში. საღამოს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.
მშვილდოსანი
მშვიდად განვლეთ ეს დღე. მოსალოდნელია პრეტენზიები კოლეგებისა და უფროსის მხრიდან; გაუგებრობა პარტნიორებთან.
თხის რქა
ნუ ენდობით გარშემო მყოფებს სიტყვაზე. გადაამოწმეთ უმნიშვნელო ინფორმაციაც კი, რაც საქმეების უკეთ წარმართვაში დაგეხმარებათ.
მერწყული
ნუ იქნებით ზედმეტად გულახდილი გარშემო მყოფებთან, ნუ გაანდობთ მათ საიდუმლოებებს. აკონტროლეთ ფინანსები. მოერიდეთ უსიამოვნებებს საყვარელ ადამიანთან.
თევზები
დაიცავით საკუთრი პოზიცია, გარშემო მყოფების მოსაზრებების გამო უარს ნუ იტყვით საკუთარ ოცნებებსა და მისწრაფებებზე.