9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

გეგმები მეუღლესაც გაუზიარეთ. მეტი მოთმინება გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ. მოერიდეთ ფულის ხარჯვას, ხელშეკრულებების გაფორმებას. იმპულსურობის გამო ნუ ეცდებით პირადი ცხოვრების შეცვლას.

ტყუპი

მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად. ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც ოჯახის წევრებთან ერთად შეასრულებთ. სამსახურში - კოლეგებთან ერთად. უარი არ თქვათ გულახდილ საუბარზე; უამრავ პირადულ საკითხს მოაგვარებთ.

კირჩხიბი

ნუ გადაიღლებით საქმეებით. მეტად დაისვენეთ. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან, ნათესავებთან.

ლომი

მცირე კამათი შეიძლება დიდ უსიამოვნებაში გადაიზარდოს. ამიტომ, აკონტროლეთ ემოციები. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. უარი არ თქვათ დამატებით სამუშაოზე. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

ქალწული

სამსახურის საქმეების შესრულება სახლშიც მოგიწევთ, მაგრამ ნურც მეორე ნახევარს მოაკლებთ ყურადღებას. პაემანი კი სხვა დღისთვის გადადეთ. დღეს შესრულებული საქმეები ხვალ წარმატებას მოგიტანთ.

სასწორი

გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. საშუალება მოგეცემათ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან.

მორიელი

მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა ძველი შეცდომების გამოსასწორებლად. დახმარებისთვის მიმართეთ გამოცდილ კოლეგებს. რომანტიკული პაემანი კიდევ უფრო გაამყარებს თქვენს სასიყვარულო კავშირს.

მშვილდოსანი

მოაწესრიგეთ საოჯახო საქმეები. მოერიდეთ კონფლიქტს ოჯახის წევრებთან. საქმიანი ურთიერთობა მხოლოდ წლობით გამოცდილ პარტნიორებთან აწარმოეთ. პირად ცხოვრებაში ნუ გამოიჩენთ ზედმეტ ინიციატივას, პირველობა პარტნიორს დაუთმეთ.

თხის რქა

მეტი დრო გაატარეთ ოჯახში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. მოერიდეთ სარისკო საქმიანობას. მისდიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან (მაგ. სიგარეტის მოწევა).

მერწყული

თავად ამაღლებულ განწყობაზე ხართ და ეცადეთ, გარშემო მყოფებიც გაამხნევოთ, გაამხიარულოთ. იუმორის გრძნობა ნებისმიერ სირთულეს დაგაძლევინებთ. მოძებნეთ ახალი გასართობი. ნდობით კი მხოლოდ გამოცდილ პარტნიორებს ენდეთ.

თევზები

დაიწყეთ ვარჯიში. სამსახურის საქმეების გამო ნუ მოცდებით ოჯახურ წვეულებას. მშობლებთან ან მეგობრებთან ვიზიტი განწყობას გაგიუმჯობესებთ. თქვენი საქმეების წარმატება თქვენს სწორ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. გამოიძინეთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით