ივლისი ე.წ. სამეფო თვის სიმბოლიკითაც ხასიათდება. ივლისის თავდაპირველ სახელწოდებად, ქუინტილუს Quintilis (ლათ. quintus – «ხუთი») იყო მიჩნეული. თუმცა უკვე ჩვ. წელთაღრიცხვამდე 45 წელს, ოქტავიანე ავგუსტუსის ინიციატივით ამ თვეს სახელი შეეცვალა და იწოდა ივლისად, ოქტავიანეს წინამორბედის – რომის იმპერატორ იულიუს ცეზარის პატივსაცემად, რომელიც სწორედ ამ თვეში გახლდათ დაბადებული. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ივლისი ორ ზოდიაქოს ნიშანს – კირჩხიბსა და ლომს აერთიანებს, ორივე მათგანი კი თავის მხრივ სრულად ამართლებს ივლისის პერსონიფიკაციას – კირჩხიბი თავისი სულიერი სითბოთი და ემოციურობით, ლომი კი დიდსულოვნებითა და მეფური ხასიათით.
როგორია 9 ივლისს დაბადებული ადამიანი
9 ივლისს დაბადებული ადამიანები, უზომოდ ცნობისმოყვარეები და შემოქმედებითები არიან. მათ გააჩნიათ კრეატიული აზროვნების უნარი, რაც ხშირად ეხმარებათ იმაში, რომ მასაში გამოირჩეოდნენ და საკუთარი ადგილი მარტივად დაიმკვიდრონ კარიერულ სარბიელზე. თუმცა, თვისება მალე მოიბეზრონ ნებისმიერი პროფესია, ხშირად ხდება მათთვის პრობლემების მიზეზი, იმის გამო რომ ცდილობენ დაწყებული საქმეები სხვებს გადააბარონ.