პარასკევი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:08-ზე, მთვარე თევზებს ესტუმრება 14:17-ზე
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. აგრეთვე მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას.
ვერძი
გახსოვდეთ, რომ მძიმე დატვირთვა იწვევს შინაგან დაძაბულობას, რაც ადვილად გადადის აგრესიაში საყვარელი ადამიანების მიმართ. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას. უნდა გამოჯანმრთელდეთ. საღამოს წადით პაემანზე ან მეგობრებთან.
კურო
ნუ იქნებით ემოციური, უნდა იყოთ მშვიდი და გაწონასწორებული, რათა არ გაეხვეთ დიდ სკანდალში. არ არის საუკეთესო დღე მოლაპარაკებებისთვის. გონება და მეხსიერება კარგად მუშაობს. შეგიძლიათ სწავლა, რთული პრობლემების გადაჭრა, ყოველდღიურობაზე ზრუნვა.
ტყუპი
თუ ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმუშავეთ და ყველაფერი სწორად გააკეთეთ, დღე იქნება ძალიან წარმატებული, მხიარული და ბედნიერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგიწევთ შეცდომებზე მუშაობა. პარტნიორთან ურთიერთობის გარკვევას არ გირჩებთ.
კირჩხიბი
ზედმეტად რეაგირებთ იმაზე, რაც ხდება და წვრილმანების გამო ჩხუბს იწყებთ. შეეცადეთ შეზღუდოთ აგრესიულ ადამიანებთან კონტაქტი. დამშვიდებაში დაგეხმარებათ მსუბუქი ვარჯიში, სწორი კვება და კლასიკური მუსიკის მოსმენა.
ლომი
სერიოზული საუბრებისა და მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების დრო არ არის. პარასკევი პასიურად უნდა გაატაროთ. დაისვენეთ, გაისეირნეთ, დაუთმეთ დრო წიგნის კითხვას ან ფილმის ყურებას.
ქალწული
ყურადღების დაბალი კონცენტრაციის გამო არ არის რეკომენდებული საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულება, რაიმე ხელშეკრულების გაფორმება. ხელსაყრელი დღეა დასვენებისთვის. შეგიძლიათ მოაწესრიგოთ საოჯახო საქმეები. მეგობრებთან შეხვედრა ემოციურად დაგღლით.
სასწორი
კოლეგებთან კომუნიკაცია შეამცირეთ. უმჯობესია, დამოუკიდებლად იმუშაოთ. მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებითი იდეების განხოციელებას, დასვენებას. საღამოს გამონახეთ დრო პაემანისთვის რომანტიკულ გარემოში.
მორიელი
გაატარეთ პარასკევი სახლიდან მოშორებით. მაღალია ოჯახური ჩხუბის რისკი. ინიციატივა, დამატებითი პასუხისმგებლობის აღების სურვილი ხელს შეუწყობს ბიზნესში წარმატების მიღწევას.
მშვილდოსანი
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას დაეყრდენით საკუთარ ინტუიციას. ინტელექტუალური მუშაობა სხვა დღისთვის გადადეთ, დღეს დაისვენეთ და გაატარეთ თავისუფალი დრო ოჯახთან ერთად. მოაწყეთ ვახშამი, იყიდეთ საჩუქრები და ითამაშეთ სამაგიდო თამაში.
თხის რქა
არ გიყვართ გარისკვა და ექსპერიმენტები, მაგრამ ზოგჯერ უნდა გარისკოთ, თუ გსურთ, პრობლემის წარმატებით მოგვარება. გაუშვით ეჭვები და შიშები. იმოქმედეთ თავდაჯერებულად და დაკმაყოფილდით დღის შედეგებით.
მერწყული
ყოველდღიურ მოვალეობებსა და რუტინულ საქმეებს იოლად გაუმკლავდებით. არ გირჩევთ ახალი იდეების განხორციელებას, პროექტების დაწყებას. შეიძლება სერიოზული შეცდომები დაუშვას. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრების გვერდით. მათ ალბათ დასჭირდებათ თქვენი დახმარება, რჩევა.
თევზები
თუ პრობლემები შეგექმნებათ, ნუ ჩაიკეტებით, მოთმიებით და ძალებით აღიჭურვეთ და შეუდექით მათ მოგვარებას. დღეს ნებისმიერი უსიამოვნება შეიძლება გადაიზარდოს სიკეთედ, თუ გამოიჩენთ ძლიერ ხასიათს და გამომგონებლობას. იყავით კრეატიული, გამოიყენეთ თქვენი შარმი ადამიანებთან ურთიერთობისას და შედეგით კმაყოფილი დარჩებით.