9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე ლომშია

კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას. აგრეთვე გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.

ვერძი

წარმატებები გელოდებათ, ასე რომ არ იჯდეთ მშვიდად: წადით სტუმრად, გასართობ ღონისძიებაზე ან გაატარეთ დრო მეგობრებთან ერთად. არსებობს შანსი, შეხვდეთ განსაკუთრებულ ადამიანებს. ნუ დაიწყებთ რთულ საქმეებს, დღე გაატარეთ მხიარულად.

კურო

კარგი დროა შოპინგისთვის. შეძლებთ შეიძინოთ ის, რაც დიდი ხანია გსურთ. 9 ივნისის შეხვედრამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ცხოვრებაზე. ვინმე მოგცემთ კარგ იდეას ან შემოგთავაზებთ მომგებიან თანამშრომლობას, ამიტომ უარს ნუ იტყვით კომუნიკაციაზე.

ტყუპი

გარემოებები არაპროგნოზირებადია და გაგიჭირდებათ სწორი გადაწყვეტილების მიღება. შეეცადეთ იყოთ მშვიდი. კომუნიკაციისთვის აირჩიეთ ნეიტრალური თემები, ნუ დაიწყებთ კამათს: დღეს ადვილია უთანხმოების გამო ურთიერთობის გაფუჭება.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ დღის აქტიურად და საინტერესოდ გატარებას. წადით უჩვეულო ადგილას, მიიღეთ ნათელი შთაბეჭდილება, შეხვდით მეგობრებს. ეს ყველაფერი ენერგიას შეგმატებთ, განწყობას აგიმაღლებთ და შესაძლოა გარკვეულ საკითხებზე შეხედულება შეგეცვალოთ.

ლომი

დაიწყეთ ფულის დაზოგვა, ის მალე დაგჭირდებათ. 9 ივნისს გასართობ ღონისძიებებზე დასწრება სიამოვნებას მოგანიჭებთ და პოზიტივით აგავსებთ.

ქალწული

დღეს თქვენთვის ადვილია კონფლიქტის დაწყება ან უსიამოვნო სიტუაციაში მოხვედრა. იყავით უფრო მოქნილი, გამოიჩინეთ ფანტაზია და მოერიდეთ სხვებთან ჩხუბს. იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე, ეცადეთ იკვებოთ ჯანსაღად.

სასწორი

მოუსმინეთ სხვების მოსაზრებებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც შეუძლია მოგაწოდოთ ღირებული რჩევები. გადაწყვეტილების მიღებისას განიხილეთ თქვენი გეგმები ოჯახთან ერთად, გაუზიარეთ მათ თქვენი აზრები ან სურვილები.

მორიელი

რაც არ უნდა გადაწყვიტოთ დღეს, ყურადღება მიაქციეთ წვრილმან დეტალებს, რომლებზეც თქვენი ბიზნესის წარმატებაა დამოკიდებული. იფიქრეთ ფულის გამომუშავების გზებზე, დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ მატერიალური კეთილდღეობა. შეხედეთ ყველაფერს პრაქტიკული თვალსაზრისით.

მშვილდოსანი

დღეს თქვენ გარშემო მყოფ ადამიანებს შეუძლიათ მოგცენ ღირებული რჩევები ან კარგი იდეა მომავალი პროექტისთვის. ისაუბრეთ, გაიცანით ახალი ადამიანები. თუმცა ემოციური ფონი იმატებს და ადვილად შეგიძლიათ ჩხუბის დაწყება. საღამოს გასეირნება დაგეხმარებათ სიმშვიდის აღდგენაში.

თხის რქა

კარგი იქნება ეს დღე მარტომ გაატაროთ. კომუნიკაცია ახლა ადვილი არაა თქვენთვის; შესაძლოა ვინმე ცდილობს თქვენზე მანიპულირებას. თუ დახმარება გჭირდებათ რაიმე საკითხში, დაუკავშირდით სანდო ადამიანებს.

მერწყული

შესაძლოა მიიღოთ პასუხი მნიშვნელოვან კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. თუმცა, დარწმუნდით, რომ სწორად გესმით და მოერიდეთ დაუფიქრებლად მოქმედებას. არის შანსი, რომ ახლობლისგან იმედგაცრუებული დარჩეთ. დღეს შეიძლება თქვენი პატარა სურვილი ახდეს.

თევზები

ნუ ენდობი ყველაფერს, რასაც გეტყვიან. შეიძლება ვინმემ გამოგიყენოთ საკუთარი მიზნებისთვის ან შეცდომაში შეგიყვანოთ. სასარგებლოა თქვენი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად ვიტამინების კურსის მიღება. მეტი ხილისა და ბოსტნეულის ჭამა და აქტიური ცხოვრების წესი. უფრო ხშირად იარეთ ფეხით.