9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:43-ზე, მთვარე თხის რქაშია

საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობა. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.

ვერძი

დღევანდელი დღე ახლობლების წრეში გაატარეთ. ბევრი საუბარი იქნება პრაქტიკული ხასიათის აქტუალურ თემებზე. შეიძლება მეტი ანაზღაურება მიიღოთ. ზოგს სერიოზული, მაგრამ ნაყოფიერი საუბარი გელოდებათ ხელმძღვანელობასთან.

კურო

დღეს ყველანაირი სიურპრიზი შეიძლება მოხდეს. და ისინი პირდაპირ თქვენთან იქნებიან დაკავშირებული. დღეს პოპულარული იქნებით თქვენს მეგობრებში, საყვარელ ადამიანებში. ბევრს სურს თქვენთან დროის გატარება. შესაძლებელია მოულოდნელი ნაცნობობა.

ტყუპი

ცვლილებები გჭირდებათ. ეს შეიძლება იყოს ცვლილებები თქვენს მსოფლმხედველობაში, რაღაცას სხვა თვალით შეხედავთ. შეგიძლიათ გაიგოთ ვინმეს საიდუმლოებები. შესაძლოა თქვენს ახლობლებს ცხოვრებაში მკვეთრი ცვლილებები შეექმნათ და ამის შესახებ შეგატყობინონ. დღე შესაფერისია დამოუკიდებელი მუშაობისთვის.

კირჩხიბი

დღეს დიდი აქტურობა გაქვთ. ძირითადად მიმართული იქნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და მოგზაურობებზე. მოგინდებათ დროის გატარება საყვარელ ადამიანთა წრეში, საუბარი. დღე ხელსაყრელია საყვარელ ადამიანთან ერთად დროის გასატარებლად.

ლომი

დღეს საქმეებში გაგიმართლებთ. ბევრი ყოველდღიური დავალება იქნება, გადაანაწილეთ ისინი გარშემო მყოფებზე. მეგობრებთან საუბრები გაგამხიარულებთ, გულწრფელი ატმოსფერო ხელს შეუწყობს დასვენებას. მაგრამ იქნებიან ისეთებიც, რომლებიც დღეს დაუთმობენ სწავლას.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა კომუნიკაციისა და მოგზაურობისთვის. სხვები დროს დაუთმობენ ბავშვებს, პარტნიორს. დღეს მნიშვნელოვანია სხვადასხვა კარგი შთაბეჭდილებების მიღება, მსოფლმხედველობის გაფართოება. მგზავრობისას შეიძლება იყოს სიურპრიზები.

სასწორი

დღეს საოჯახო საქმეები უნდა გააკეთოთ. საღამოს შესაძლოა, სტუმრები მოვიდნენ და ეს სრულიად მოულოდნელად მოხდება. შესაძლოა ცვლილებები მოხდეს ოჯახურ ურთიერთობებში, ბიზნესში შეგიძლიათ დაეყრდნოთ ერთგულ პარტნიორებს.

მორიელი

კარგი დღეა გაცნობისთვის, საქმიანი და მეგობრული შეხვედრებისთვის. დღე ასევე კარგია კითხვის, სწავლისთვის, მოკლე მოგზაურობისთვის, ბავშვებთან ურთიერთობისთვის.

მშვილდოსანი

მოემზადეთ საყიდლებისთვის. დღეს შეგიძლიათ შეხვდეთ სტუმრებს. ხანდაზმულ ნათესავებს მიაქციეთ ყურადღება. აკონტროლეთ უსარგებლო საკვების, ალკოჰოლის მოხმარება. ზოგი საოჯახო საქმეებს განიხილავთ, ოჯახისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ.

თხის რქა

შესაძლოა საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. ეს შეიძლება იყოს მეგობრებისგან, საყვარელი ადამიანისგან. თუ დახმარება ან რჩევა გჭირდებათ, ნუ მოგერიდებათ თხოვნა. საღამოს წადით სტუმრად, პაემანზე. ელოდეთ საჩუქარს საყვარელი ადამიანისგან.

მერწყული

მოგინდებათ დღე უფრო მშვიდად გაატაროთ, ან საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, ან სრულ მარტოობაში, საინტერესო წიგნის კითხვაში ან შემოქმედებით საქმიანობაში. შეიძლება მოულოდნელი მოვლენები მოხდეს ოფისში, სახლში. იკვებეთ ჯანსაღად.

თევზები

მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების ყიდვას. კარგი იქნებოდა კოლეგებთან საერთოს საქმისთვის გაერთიანება და შეთანხმებულად მოქმედება. საღამო საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.