ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:31-ზე, მთვარე 03:21-ზე გადავა ტყუპის ზოდიაქოში
კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა.
ვერძი
აქტიური დღეა. მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოგინდეთ საოჯახო საქმეების გაკეთება. დაუთმეთ დრო საყვარელ ადამიანებთან და მეგობრებთან გართობას.
კურო
ბევრი ენერგია გაქვთ და გსურთ მისი დახარჯვა პროდუქტიულად და ეფექტურად. აქტიურად იმუშავეთ იმისთვის, რომ მოგვიანებით დაკმაყოფილდეთ საკუთარი თავით. დღე შესაფერისია ნანატრი ნივთების შესაძენად.
ტყუპი
დღე ხელსაყრელია მეგობრებთან შეხვედრისთვის, სოციალური და გასართობი ღონისძიებებისთვის. იყავით აქტიური, შეკრიბეთ ადამიანები, ვისთანაც გსურთ დროის გატარება.
კირჩხიბი
თუ შესაძლებელია, ეწვიეთ ნათესავებს. მათთან ურთიერთობა მხიარული იქნება. შესაძლოა ვინმემ საიდუმლო გაგიმხილოთ. კარგი დღეა შემოქმედებითი ადამიანებისთვის. საღამოს დაისვენეთ.
ლომი
მოგინდებათ დადებითი ემოციები. ასე რომ ნუ იჯდები სახლში. წადით მეგობრებთან ან დაესწარით სოციალურ ღონისძიებას. კარგია მოკლე მოგზაურობაც.
ქალწული
შეგიძლიათ გააუმჯობესოთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. ზოგიერთი ფულს საჩუქრად მიიღებთ. ზოგიერთი კი განიცდით პოზიტიურ ცვლილებებს პირად ურთიერთობებში.
სასწორი
კარგია მოგზაურობის ან შვებულების დაგეგმვა. შესაძლოა საყვარელმა ადამიანმა საინტერესო შეთავაზება მოგაწოდოთ. უმჯობესია დღე აქტიურად გაატაროთ, ხალხმრავალ გასართობ ადგილას წახვიდეთ.
მორიელი
ცვლილებები შეიძლება ეხებოდეს ნათესავებთან ურთიერთობას, ყოველდღიურ რუტინას. შესაძლოა დაიწყოთ დიეტა ან ვარჯიში. საღამოს სტუმრებს უმასპინძლებთ. პარტნიორთან ერთად განიხილეთ ბიუჯეტი, გეგმები.
მშვილდოსანი
კარგი დღეა რომანტიკის, გაცნობისთვის. თუ ოჯახი გყავთ, გაატარეთ დღე ერთად, მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილებს. ზოგიერთი პარტნიორისგან საჩუქარს მიიღებთ.
თხის რქა
ყოველდღიურ საქმიანობას მეტი დრო დასჭირდება. დღეს კარგია ოჯახის წევრებთან ერთად ფიზიკური შრომა, სპორტი. იყიდეთ სურსათი, ნივთები სახლისთვის.
მერწყული
შეგიძლიათ მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად წახვიდეთ გასართობად, მოინახულოთ ნათესავები. თუ შვილები გყავთ, ერთად წადით გასართობ ცენტრში ან პიკნიკზე, ექსკურსიაზე.
თევზები
უმჯობესია ეს დღე ოჯახს და სახლს დაუთმოთ. შეგიძლიათ შინ მოიწვიოთ ნათესავები. შეხვედრა იქნება გულწრფელი. იყავით მოსიყვარულე გარშემო მყოფების მიმართ. საღამო გამოითავისუფლეთ ჰობისთვის.