კურო
მოერიდეთ საუბრებს, განსაკუთრებით პირად საკითხებზე და განსაკუთრებით უცნობებთან. ყურადღებით იყავით, გამორიცხული არაა, გარშემო მყოფებს ტკბილი სიტყვით თქვენი ავანტიურაში ჩათრევა სურდეთ.
ტყუპი
რაღაცის შეგროვების, საკუთარი ძალების ახალ შესაძლებლობებში გამოცდის სურვილი მოგეძალებათ. თუ კოლექციონერობა მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი და ამის მატერიალური საშუალებაც გაქვთ, ნუღარ დააყოვნებთ. რაც შეეხება ახალი ემოციების მიღებას, ფრთხილად და დაკვირვებულად იმოქმედეთ.
კირჩხიბი
წარმატება დღეს თქვენს მხარესაა. ამიტომ, რა საქმესაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, ყველაფერი გამოგივათ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ საკითხებს. უაზრო საუბრებსა და საქმეებზე კი დროს ნუ დაკარგავთ.
ლომი
თუ დარწმუნებული ხართ საკუთარ ძალებში, ნუ ჩარევთ საკუთარ საქმეებში გარშემო მყოფებს. ნაკლებად ჩაახედეთ ისინი თქვენს საქმეებში და ნუ გექნებათ მათი დახმარების იმედი. ყველაფერი დამოუკიდებლად მოაგვარეთ.
ქალწული
რაც უფრო ნაკლებ ინიციატივას გამოიჩენთ, მით ნაკლებად დაგტვირთავენ ზედმეტი სამუშაოთი. ეცადეთ, დაკისრებული მოვალეობები დროულად შეასრულოთ. კარგი დღეა პირადი ურთიერთობების დასარეგულირებლად.
სასწორი
ნუ გადაუხვევთ დასახული მიზნიდან იმ შემთხვევაში კი, თუ ხვდებით რომ ძალები აღარ გყოფნით. დაიხმარეთ კოლეგები, მეგობრები და მაინც განაგრძეთ ბრძოლა.
მორიელი
ნაცნობ–მეგობრების მიწვევაზე უარი არ თქვათ. ახალ ნაცნობებს შორის შეიძლება ახალი ბიზნეს ან სასიყვარულო პარტნიორები გაიჩინოთ. მეტად გაერთეთ; იყავით მხიარული და საინტერესო მოსაუბრე.
მშვილდოსანი
ახალი ამბები ძველ გეგმებს თავდაყირა დაგიყენებთ. მოსალოდნელია წარმატებები კარიერაში, პირად ცხოვრებაში. მაგრამ ჯერ ნურავისთან მოჰყვებით სიახლეებს. ყურადღებით და მშვიდად გააგრძელეთ მოქმედება.
თხის რქა
მოერიდეთ სარისკო ქმედებებს. ახალი იდეების განხორციელებას. კარგი დღეა ახალი მიზნების დასახვისა და გეგმების შესადგენად, მაგრამ მათ განხორციელებას ნუ იჩქარებთ.
მერწყული
ფინანსური საკითხები დილითვე მოაგვარეთ. კარგი დღეა მეგობრებთან შესახვედრად და მათთან ერთად უქმეების დასაგეგმავად. აგრეთვე, მოიკითხეთ უხუცესი ნათესავები.
თევზები
დღეს წარსული მოსვენებას დაგიკარგავთ. შეეხმიანეთ ძველ კოლეგებს, მეგობრებს. დაგეგმეთ შეხვედრა. სასურველია, ძველ შეყვარებულებსაც შეეხმიანოთ. შეიძლება დროის გასვლის შემდეგ სულ სხვანაირად წარიმართოს თქვენი ურთიერთობა.