9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

წარმატებული დღე ელით პოლიტიკოსებს, სამედიცინო და სარეკლამო სფეროს წარმომადგენლებს. მოერიდეთ ინტრიგებისა და ჭორების გავრცელებას.

ტყუპი

გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება შვილებთან და მშობლებთან. ახლობლების მიერ გამოვლენილ დახმარებასა და მზრუნველობაზე უარს ნუ იტყვით.

კირჩხიბი

სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ დალაგდება. ახლობლები გაჭირვებაში არ მიგატოვებენ. მეტი დრო დაუთმეთ შვილებს. უმჯობესია, მათთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავროთ.

ლომი

მოიშორეთ უსაფუძვლო შიშები და განცდები. გარშემო მხოლოდ სასიამოვნო ადამიანები, საგნები უნდა შეამჩნიოთ. კარგი დღეა ბუნებაში გასასეირნებლად და ვარჯიშისთვის.

ქალწული

პირველ რიგში პირადი საკითხები მოაგვარეთ. შემდეგ ყველა დანარჩენი. საღამო მშვიდ გარემოში, სუფთა ჰაერზე გაატარეთ.

სასწორი

მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას; უფრო მეტიც, ფულის ფლანგვას. ეცადეთ, მობილიზებული და ყურადღებიანი იყოთ ყველაფრის მიმართ.

მორიელი

შანსი მოგეცემათ გამოავლინოთ თქვენი ფიზიკური შესაძლებლობები. შეიძლება ზოგიერთ სპორტულ შეჯიბრებაში რეკორდიც დაამყაროთ. ნუ დასჯერდებით მიღწეულს, ახალ-ახალი მწვერვალების დასაპყრობად მოემზადეთ.

მშვილდოსანი

დღეს გარშემო მყოფების (საქმიანი პარტნიორები, მშობლები, შვილები) პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. ყველაფერში წარმატება გელით. პარტნიორად ისეთი ადამიანი აირჩიეთ, რომლის ინტერესებიც თქვენსას ემთხვევა.

თხის რქა

რაც უფრო მსუბუქად შეხედავთ მოვლენებს, მით გაგიადვილდებათ ცხოვრება. მცირე ავანტიურაც დასაშვებია.

მერწყული

კარგი დღეა რომანტიკული და სექსუალური თავგადასავლებისთვის. გირჩევთ, პარტნიორის ნაკლოვანებებზე თვალი დახუჭოთ და ისეთი მიიღოთ როგორიცაა.

თევზები

კარგი დღეა საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად. თქვენთვის მნიშვნელოვან თემაზე სერიოზული საუბრისთვის. მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით